LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნინუცა ორჯონიკიძის ტრანსფორმაცია: „ეს ვარ მე! წონის მატების პერიოდში მაბულინგებდნენ, დამცინოდნენ, თბილისურად „მკბენდნენ“

1963
ნინუცა ორჯონიკიძე

ნინუცა ორჯონიკიძე საუბრობს თინეიჯერობის დროს შექმნილ პრობლემაზე, როდესაც დედის დარიგების მიუხედავად, მიირთმევდა სწრაფი კვების პროდუქტებს, შესაბამისად, მოიმატა წონაში და ეს ნერვებზეც აისახა, ისევე, როგორც სახის კანზე. ტელეწამყვანი აღნიშნავს, რომ ორჯერ დაიკლო დაახლოებით 22 კილოგრამი:

„ემოციურად ძალიან დათრგუნვილი ვიყავი, არავინ მპატიობდა ზედმეტ კილოგრამებს. ორჯერ მქონდა ეს პერიოდი, როცა წონა მკვეთრად გამექცა – 68 კილოგრამი გავხდი ერთხელ, მერე კი თითქმის 89 კილოგრამამდე. ახლა ვარ 53 კილოგრამი. რეალურად, ჩემი წონის მატება მე კი არ მაწუხებდა – ამ ფოტოს რომ ვუყურებ, ჩემში ვხედავ უსაყვარლეს, უკარგეს და ძალიან ლამაზ გოგოს. სხვათა შორის, ამ ფოტოში ჩემს მეუღლეს ვუყურებ… წონის მატების ორ პერიოდში მაბულინგებდნენ, დამცინოდნენ, თბილისური „კბენები“ რომ არის. არ ვიყავი ფსიქოლოგიურად ისეთი ძლიერი, როგორიც ახლა ვარ, 35 წლის ასაკში. მაშინ მოქმედებდა. დავდიოდი, გადმოვყრიდი ცრემლებს. ეს იყო ჩემთვის დიდი ფსიქოლოგიური სტრესი. დღეს, როცა ვუყურებ ამ ფოტოს და ძალიან ლამაზ გოგოს ვუყურებ, მინდა, მივიდე და ჩავეხუტო, ვუთხრა, რომ წინ დიდი ბედნიერებები ელოდება…“

ფოტო: ნინუცა ორჯონიკიძესა და ქეთა თოფურიას იდენტური წითელი კაბები აცვიათ

ვიდეო: „ჯადოსნური დღე“ – ნინუცა ორჯონიკიძე შთამბეჭდავ კადრებს გვიზიარებს

ვიდეო: შოკოლადისფრად გარუჯული ნინუცა ორჯინიკიძე თეთრ ტოპსა და გრძელ კაბაში თვალისმომჭრელად გამოიყურება

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g