საქართველოს საფეხბურთო ნაკრების მიერ ჩრდილოეთ მაკედონიასთან მოპოვებული გამარჯვების შემდეგ, ხვიჩა კვარაცხელიამ მედიასთან ისაუბრა.
როგორც ხვიჩა კვარაცხელიამ აღნიშნა, მისი გოლი თანაგუნდელის, ბუდუ ზივზივაძის დამსახურებაა, რომელსაც თავადაც შეეძლო გადამწყვეტ მომენტში კარში დარტყმა, მაგრამ კვარაცხელიას გადააწოდა.
„ეს არის ფეხბურთი და ეს არის გუნდურობა. იმიტომ, რომ ძალიან ბევრი ასე არ მოიქცეოდა. ბუდუმ გამოავლინდა გუნდური თვისებები.100 პროცენტით ეს იყო ბუდუს გოლი. წინ კიდევ ბევრი გოლები გველოდება“, – თქვა ხვიჩა კვარაცხელიამ.