LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნებისმიერს, ვინც თავშესაფარს ეძებს დევნისთვის, მიუხედავად ეროვნებისა, შეუძლია აშშ-ს თავშესაფრის თხოვნით მიმართოს – თეთრი სახლის პრესმდივანი

69
BeFunky-collage (1)

აშშ თავშესაფრის მინიჭების საკითხს განიხილავს ინდივიდუალური წესით, განურჩევლად განმცხადებლის ეროვნებისა, – ასე უპასუხა თეთრი სახლის პრესმდივანმა, კარინ ჟან-პიერმა შეკითხვას, მიანიჭებს თუ არა აშშ ლტოლვილს სტატუსს რუსეთის იმ მოქალაქეებს, რომლებიც მობილიზაციას გაურბიან.

„ჩვენ მკაფიოდ განვასხვავებთ რუსეთის მთავრობისა და შეიარაღებული ძალების ქმედებებს უკრაინაში და რუსი ხალხის ქმედებებს, რომელთაგან ბევრი ამ უსამართლო ომის წინააღმდეგ გამოვიდა.

რუსეთში მობილიზაციის საწინააღმდეგო აქციაზე ასობით ადამიანი დააკვეს

ვხედავთ, რომ ბოლო ორიოდე დღის განმავლობაში რუსეთში პროტესტი გრძელდება. ასე რომ, ნებისმიერს, ვინც თავშესაფარს ეძებს დევნისგან, განურჩევლად მისი ეროვნებისა, შეუძლია, აშშ-ის მიმართოს თავშესაფრის მინიჭების თხოვნით და მისი განაცხადი ინდივიდუალური წესით განიხილება. ასე ვხედავთ ჩვენ ჩვენს როლს ამაში“, – განაცხადა თეთრი სახლის წარმომადგენელმა და ამასთან, ხაზი გაუსვა, რომ სხვა ქვეყნებსა და მათ პოლიტიკაზე არ ისაუბრებს.

ნაწილობრივი მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ რუსეთი 261 000-მა მამაკაცმა დატოვა

magti 5g