LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რუსეთში მობილიზაციის საწინააღმდეგო აქციაზე ასობით ადამიანი დააკვეს

61
392bc5d-peter-komersant

რუსეთის სხვადასხვა ქალაქებში გამართულ ანტისამთავრობო აქციებზე 730 ადამიანი დააკავეს. გამოცემა „გარდიანის“ ინფორმაციით, აქციები ქვეყნის 32 ქალაქში გაიმართა.

სხვადასხვა წყაროების ინფორმაციით, მოსკოვში სამართალდამცველებმა 345 ადამიანი დააკავეს, პეტერბურგში კი 129.

გამოცემა “მედუზა” აღნიშნავს, რომ აქციები ასევე დაკავებებით დასრულდა ირკუტსკში, ტომსკში, ხაბაროვსკში, სარატოვსა და სხვა ქალაქებში.

მოსახლეობის ნაწილი ნაწილობრივ მობილიზაციაზე პუტინის გადაწყვეტილებას აპროტესტებს.

ნაწილობრივი მობილიზაცია რუსეთში 21 სექტემბერს გამოცხადდა. რუსული მედიის ინფორმაციით, პუტინმა ხელი მოაწერა კანონს, რომლის მიხედვითაც, საომარი მდგომარეობის დროს საომარ მოქმედებებში მონაწილეობაზე უარის თქმა რუსეთში სამიდან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთით დაისჯება.

პუტინმა ხელი მოაწერა კანონს, რომლის მიხედვითაც, საომარ მოქმედებებში მონაწილეობაზე უარის თქმა სამიდან 10-წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g