ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის პაპუნა ლეჟავას თქმით, რუსეთის შეჭრამ უკრაინაში სამომავლოდ შესაძლებელია მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინოს საქართველოს ეკონომიკაზე და არის შესაძლებლობა, რომ ეს უძრავი ქონების სექტორზე აისახოს.
დღეს ჩვენ არ ვამბობთ, რომ უძრავი ქონების სექტორში დიდი მოცულობით არის რისკები დაგროვილი, თუმცა არის საყურადღებო ტენდენციები, როგორიც არის ფასების ზრდა და ქირის ზრდა. ამ ტენდენციებს ვაკვირდებით. ამ ეტაპისთვის არ ჩავთვალეთ საჭიროდ ამ მიმართულებით რაიმე ტიპის ღონისძიების გატარება, თუმცა საყურადღებოა ეს ყველაფერი, გამომდინარე იქიდან, რა სიტუაციაც რეგიონშია, – ამის შესახებ ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა პაპუნა ლეჟავამ ჟურნალისტებთან განაცხადა.
„უძრავი ქონების სექტორს ჩვენ ყოველთვის ვუყურებთ, რადგან ეს მნიშვნელოვანია საბანკო სექტორისთვის. ერთის მხრივ იმიტომ, რომ ეს ეკონომიკის უმნიშვნელოვანესი ნაწილია და სესხების დიდი ნაწილი გაცემულია ზუსტად უძრავი ქონების დაფინანსების მიმართულებით, ხოლო მეორეს მხრივ სხვა სექტორებშიც საბანკო სესხების უზრუნველყოფას წარმოადგენს უძრავი ქონების სექტორი. აქედან გამომდინარე, ყოველთვის ვაქცევთ ყურადღებას ჩვენ ამ სექტორს და მის გავლენას ფინანსურ სტაბილურობაზე. დღეს ჩვენ არ ვამბობთ, რომ უძრავი ქონების სექტორში დაგროვილია დიდი მოცულობით რისკები, თუმცა არის საყურადღებო ტენდენციები, როგორიც არის ფასების ზრდა და ქირის ზრდა. ამ ტენდენციებს ვაკვირდებით, ამ ეტაპისთვის არ ჩავთვალეთ საჭიროდ რაიმე ტიპის ღონისძიების გატარება ამ მიმართულებით, თუმცა საყურადღებოა ეს ყველაფერი, გამომდინარე იქიდან რა სიტუაციაც არის რეგიონში. რუსეთის შეჭრამ უკრაინაში შესაძლებელია მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინოს სამომავლოდ ჩვენს ეკონომიკაზე, რა მიმართულებით მოახდენს გავლენას არ ვიცით და არის შესაძლებლობა უძრავი ქონების სექტორზე აისახოს, აქედან გამომდინარე, ვაკვირდებით“, – აღნიშნა პაპუნა ლეჟავამ.
მიგრანტების დიდი ნაწილი საქართველოში დარჩენის შესაძლებლობას 6 თვიდან 1 წლამდე ასახელებს - ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი
მიგრანტები, რომლებიც დროებით ჩამოდიან საქართველოში მათი შემოსვლაც ტურისტულ სტატისტიკაში აღირიცხება, თუმცა არსებობს გარკვეული კვლევები, რომლის საფუძველზე მიგრანტების დიდი ნაწილი საქართველოში დარჩენის შესაძლებლობას 6-თვიდან 1-წლამდე ასახელებს.