დიდი ბრიტანეთის სახელმწიფო ხაზინამ ახალი მონეტები წარადგინა, რომელზეც ახალ მონარქის, მეფე ჩარლზ III-ის პორტრეტია გამოსახული. მეფე მონეტაზე მარცხენა პროფილით არის გამოსახული.
ახალი 5 გირვანქა სტერლინგი და 50 პენსი ცირკულაციაში მომავალი კვირიდან შევა და ეტაპობრივად ჩაანაცვლებს ძველ მონეტებს, რომელზეც გარდაცვლილი დედოფალია გამოსახული. მონეტებზე მარტინ იენინგსი მუშაობდა. ახალი დიზაინი კი თავად ჩარლზ III-მ შეარჩია.
ჩარლზ III-ის გამოსახულება წინამორბედის საპირისპირო მიმართულებითაა, კერძოდ, მარცხნივ, რაც ბრიტანეთის მრავალსაუკუნიანი ტრადიციის ნაწილია.
ცირკულაციაში გაშვებამდე, ხაზინის მიერ დამზადებული სპეციალური მონეტების შეძენას დაინტერესებული კოლექციონერები შეძლებენ.
ჩარლზ III-ის ბანკნოტებზე დასაბეჭდი ფოტო წლის ბოლომდე გასაჯაროვდება
როდის შევა განახლებული ბანკნოტები მიმოქცევაში.