LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ელისაბედ II-ის ხანგრძლივი ცხოვრების საიდუმლო – როგორ იკვებებოდა და რა პროდუქტები აკრძალა სასახლეში დედოფალმა

871
ელისაბედ

გაერთიანებული სამეფო დედოფალს გლოვობს. მონარქი, რომელიც დიდ ბრიტანეთს ყველაზე ხანგრძლივად, 70 წლის განმავლობაში  მართავდა, გუშინ შოტლანდიაში, გარდაიცვალა.

ელისაბედ II -ი მთელი ცხოვრება მედიის ყურადღების ცენტრში იყო. საზოგადოებაში მისი ყოველი გამოჩენა, განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებდა.

ის 96 წლის ასაკშიც კი ენერგიული იყო. ბოლოს ბრიტანეთის ახალ პრემიერთან  შეხვედრისას გადაუღეს ოფიციალური ფოტო, სადაც დედოფალი მხნედ გამოიყურებოდა. ლიზ ტრასთან შეხვედრიდან 2 დღეში ელისაბედ II გარდაიცვალა.

მისი ხანგრძლივი ცხოვრების საიდუმლოს შესახებ მედია ხშირად წერდა.

დედოფალს კვებასთან დაკავშირებით განსაკუთრებული დამოკიდებულება ჰქონდა.

მისი გადაწყვეტილებით ზოგიერთ პროდუქტს მონარქის სასახლეში საერთოდ ვერ ნახავს ვერავინ.

დედოფალი არ მიირთმევდა მაკარონს და სახამებლის შემცველ პროდუქტებს. შესაბამისად, მის რაციონში არ არსებობდა კარტოფილიც.

მისი გადაწყვეტილებით სასახლის სამზარეულოში არასდროს არაა ნიორი და ხახვი. დედოფალს აღნიშნული ბოსტნეულის სუნი არ უყვარდა და შესაბამისად მის აზრს ყველა ანგარიშს უწევდა.

ელისაბედ მეორე ყოველთვის მიირთმევს კარგად მოხარშულ და შემწვარ ხორცს. განსაკუთრებული ყურადღება ექცეოდა სტეიკებს, რომლის არც ერთ ნაწილი არ უნდა დარჩენილოყო სისხლიანი.

ის მხოლოდ ქერქგაცლილ პურს მიირთმევდა.

დიდი ბრიტანეთის დედოფალი მხოლოდ სეზონურ ხილს იღებდა. მარწყვის სეზონზე მარწყვს მიირთმევდა, შემოდგომაზე ვაშლს, მსხალს და სხვა სეზონურ ხილს.

რაც შეეხება ბანანს, ის დედოფალის წინაშე აუცილებლად გაფცქვნილი და დაჭრილი უნდა მიეტანათ.

სასახლეში კვერცხი უყვართ, თუმცა ვერსად ნახავთ თეთრ ნაჭუჭიან კვერცხს. სამზარეულოში ყველამ იცის, რომ კერძებიც კი, ყვითელ ნაჭუჭიანი კვერცხით უნდა მომზადდეს. ესეც დედოფალის გადაწყვეტილებით ხდებოდა.

დედოფალი ყველას ურჩევდა, დილით უზმოზე შვრიის ფაფის მიღებას.  დედოფალს უყვარდა ჩაი, თუმცა, რაციონიდან შაქარი ამოღებული ჰქონდა და მხოლოდ რძის დანამატით მიირთმევდა.

უცნობია, შეიცვლება თუ არა ბრიტანეთის სასახლის რაციონი ახლა.

პრინცი ჩარლზი დიდი ბრიტანეთის მეფე გახდა

დედოფალ ელისაბედ II-ს სავარაუდოდ, 10-11 დღეში დაკრძალავენ

“როდესაც ჩემი ვაჟი ჩარლზი გახდება მეფე, ვიცი, რომ მისი და მისი მეუღლის, კამილას მიმართ იმავე მხარდაჭერას გამოავლენთ” – რას ამბობდა ელისაბედ მეორე

მეფე ჩარლზი დედის გარდაცვალების შემდეგ საგანგებო განცხადებას ავრცელებს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები