LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მარნეულში მასწავლებელი სკოლის მოსწავლეებს, ვინც კარგად არ სწავლობს, დასჯის მიზნით მუხლებზე აყენებს – სამირა ბაირამოვა

125
სამირა ბაირამოვა

სამოქალაქო აქტივისტი სამირა ბაირამოვა სოციალურ ქსელში ფოტოს აქვეყნებს, რომელშიც ჩანს, რომ მარნეულის სკოლაში მასწავლებელმა მოსწავლეები დასჯის მიზნით მუხლებზე დააყენა. სკოლა სოფელ კირიხლოში მდებარეობს.

როგორც სამირა ბაირამოვა სოციალურ ქსელში განმარტავს, ეს პირველი შემთხვევა არ არის და ამის მიზეზი სკოლის პოლიტიზებაა.

„ფოტო, მარნეულის სოფელ კირიხლოს საჯარო სკოლიდან. სკოლის მასწავლებელი ასე სჯის მოსწავლეებს, ვინც კარგად არ სწავლობს. ესაა ქართული ენის მასწავლებელი, ასევე მარნეულის საკრებულოს წევრი, სკოლის დირექტორის ძმის შვილი. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით ფაქტს მარნეულის რესურსცენტრი ადასტურებს.

ეს პირველი შემთხვევა არაა, ბევრ სკოლაში ასეთი სიტუაციაა, ამის მთავარი მიზეზი კი სკოლის პოლიტიზებაა, სკოლის დირექტორები უფრო პოლიტიკური როლს ასრულებენ ვიდრე საგანმანათლებლო.

ასევე გავიგე, რომ ამ სკოლის დირექტორი ბევრ რამ არის ცნობილი, ვის არ ემორჩილება უშვებს სკოლიდან, ასევე მისი ოჯახის წევრი უყვარდა ერთი მასწავლებლის შვილიშვილს უარის შემთხვევაში მასწავლებელი გაათავისუფლა სკოლიდან, დირექტორი ხორცის ბიზნესითაც არის დაკავებული, თუ რომელიმე მასწავლებელი მისგან არ ყიდულობს დიდი შარი ელოდება და ძალიან ბევრი ასეთი ფაქტებია.

ვთქვათ გაათავისუფლეს ეს დირექტორი და მასწავლებელი, რა მოხდება? მაღალი რაოდენობის ქრთამის ნაცვლად დაინიშნება ახალი დირექტორი, ღირს 30 000 ლარი“, – წერს სამირა ბაირამოვა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g