LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დაინიშნება თუ არა პირდაპირი ფრენები საქართველოსა და აშშ-ს შორის

69
ფრენა

საქართველოსა და აშშ-ს შორის პირდაპირი ფრენების დანიშვნა უახლოეს მომავალში არ იგეგმება –  ამის შესახებ “საქართველოს აეროპორტების გაერთიანების” დირექტორმა, თამარ არჩუაძემ “ბიზნეს ფორმულასთან” განაცხადა.

“აშშ-ში ფრენების დაწყება საკმაოდ კომპლექსური საკითხია. ამისთვის მზად უნდა იყოს არა მხოლოდ ავიაკომპანია, არამედ მთლიანად ქვეყანაც. უნდა ჩატარდეს აშშ-ს საავიაციო ხელისუფლების საერთაშორისო აუდიტი. შესაბამისად, ეს არის საკმაოდ გრძელვადიანი პროცესი და ამ ეტაპზე ეს პროცესი არ დაწყებულა”, – აცხადებს თამარ არჩუაძე.

აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წლის მაისში, “ეარ ჯორჯიას” დამფუძნებელმა, გიორგი კოდუამ განაცხადა, რომ ორ ქვეყანას შორის ფრენები მიმდინარე წლის ბოლოს დაიწყებოდა, რასაც თამარ არჩუაძე არ ადასტურებს.

მანამდე საქართველოში ამერიკის სავაჭრო პალატის პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა, ირაკლი ბაიდაშვილმა “ბიზნეს ფორმულას” განუცხადა, რომ აშშ-სა და საქართველოს შორის პირველი საცდელი ფრენა, შესაძლოა, 2022 წლის ბოლოს ან 2023 წლის დასაწყისში შესრულდეს.

ამასთან, საქართველო-აშშ-ს შორის ფრენების დასანიშნად, 2019 წელს, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მაშინდელი მინისტრი ნათია თურნავა სამინისტროს დელეგაციასთან ერთად აშშ-ში გაემგზავრა, სადაც ორი წამყვანი ამერიკული ავიაკომპანიის Delta Air Lines-ისა და United airlines-ის წარმომადგენლებს შეხვდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g