ოსკაროსანი მსახიობი ჰილარი სუონკი დედა გახდება. 48 წლის მსახიობმა ამის შესახებ გადაცემაში „დილა მშვიდობისა ამერიკა“ ისაუბრა. ინტერვიუს დასრულებისთანავე, ჰილარიმ სოციალურ ქსელში ფოტო გამოაქვეყნა, სადაც კარგად ჩანს მისი მომრგვალებული მუცელი.
ფილმის „მილიონ დოლარიანი გოგონა“ ვარსკვლავი ფილიპ შნაიდერზეა დაქორწინებული და წყვილი 2018 წლიდან ერთად ცხოვრობს.