LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

52 წლის ჰილარი სუონკი მესამე შვილის ელოდება – მსახიობმა გამომწერებს სახალისო ვიდეო გაუზიარა

221
page

52 წლის ჰილარი სუონკი მესამე შვილის ელოდება. მსახიობმა სასიხარულო ამბავი სოციალურ ქსელში გააზიარა და გულშემატკივრებს ოჯახური ვიდეოთი მიანიშნა, რომ მის ცხოვრებაში ახალი, განსაკუთრებული ეტაპი იწყება.

სუონკმა „ინსტაგრამზე“ გამოაქვეყნა ვიდეო, რომელშიც მეუღლესთან, ფილიპ შნაიდერთან და ტყუპ შვილებთან ერთად მხიარულობს. ოჯახი სიბნელეში ცეკვავს, ტანსაცმელზე დამაგრებული მანათობელი ჯოხები კი კადრებს კიდევ უფრო სახალისოს ხდის. ვიდეოში მსახიობი მომრგვალებული მუცლით ჩნდება, რომელზეც ჩვილის გამოსახულებაც ჩანს.

„ბევრი მეკითხებოდა, რა მაქვს შემდეგ დაგეგმილი. აი, ეს პროექტი დეკემბერში გამოვა“, – ასე დაასათაურა ვიდეო მსახიობმა.

შეგახსენებთ, რომ მსახიობი პირველად დედა 2023 წელს, 48 წლის ასაკში გახდა, როდესაც ტყუპები შეეძინა. სუონკი არაერთხელ აღნიშნავდა, რომ დედობაზე დიდი ხნის განმავლობაში ოცნებობდა, თუმცა დაორსულებას წლების განმავლობაში ვერ ახერხებდა.

50 წლის ჰილარი სუონკი, რომელიც ორი წლის წინ პირველად გახდა დედა, საცურაო კოსტიუმებში ბრწყინავს

„რეალური ბავშვი მილიონ დოლარად, ხელი როგორ აქვს…“ – 48 წლის ჰილარი სუონკი ექოსკოპიის ფოტოს ავრცელებს

48 წლის ჰილარი სუონკი ტყუპების მოლოდონში – მსახიობი საშობაო ფოტოს აქვეყნებს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები