LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„როგორ ბედავ? შენ ამისთვის უკვე ძალიან მოხუცი ხარ…“ – 52 წლის ორსული ჰილარი სუონკი გვიან ასაკში დედობის შესახებ საუბრობს

176
page

52 წლის ჰოლივუდის ვარსკვლავი, ჰილარი სუონკი გვიან ასაკში დედობის შესახებ საუბრობს და აღნიშნავს, რომ საზოგადოება ქალებს შვილების მოგვიანებით გაჩენის გამო ხშირად აკრიტიკებს, მაშინ როცა კაცების შემთხვევაში მსგავსი დამოკიდებულება ნაკლებად შეინიშნება. მსახიობის ფოტოებს pagesix ავრცელებს.

52 წლის ჰილარი სუონკი მესამე შვილის ელოდება – მსახიობმა გამომწერებს სახალისო ვიდეო გაუზიარა

„ქალები გვიან ასაკში შვილების გაჩენის გამო უამრავ კრიტიკას იღებენ, ეს საინტერესოა“, – განაცხადა მსახიობმა დრიუ ბერიმორის შოუში, რომლის სრული ინტერვიუც ეთერში 20 ოქტომბერს გავა.

ბერიმორი, რომელსაც ორი შვილი ჰყავს, ამ დამოკიდებულებას უცნაურს უწოდებს და აღნიშნავს, რომ კაცები შვილებს ზოგჯერ 80 წლის ასაკშიც აჩენენ, რასაც საზოგადოება ხშირად ისეთივე სიმკაცრით არ აფასებს, როგორც ქალების შემთხვევაში.

ცნობისთვის, ჰილარი 2023 წელს, 48 წლის ასაკში, ტყუპების, აიასა და ომის დედა გახდა. მსახიობს შვილები მეუღლესთან, ფილიპ შნაიდერთან ჰყავს. ახლა კი წყვილი მესამე შვილს ელოდება.

სუონკმა გაიხსენა შემთხვევა, როდესაც ერთ-ერთმა ქალმა მას უთხრა: „როგორ ბედავ? შენ ამისთვის უკვე ძალიან მოხუცი ხარ“.

ჰილარი სუონკმა მესამე ორსულობის შესახებ ინფორმაცია ოთხშაბათს, „ინსატაგრამის“ საშუალებით გაავრცელა.

50 წლის ჰილარი სუონკი, რომელიც ორი წლის წინ პირველად გახდა დედა, საცურაო კოსტიუმებში ბრწყინავს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები