ნოდიკო ტატიშვილი ემოციურ სტატუსს აქვეყნებს. მის მეგობარსა და კოლეგას, დათუნა მგელაძეს დღეს დილით ვაჟი შეეძინა. პატარას ვატო დაარქვეს. როგორც ნოდიკო წერს, ბავშვის ნათლია ის იქნება:
„ისეთი ბედნიერი დღეა!
ჩემს დათუნას და ნინოს პირველი შვილი შეეძინათ!! ნათლიას გულის ბიჭი დაიბადა დღეს! გული მიჩუყდება სიხარულისგან! გილოცავთ! ბედნიერი და ჯანმრთელი გაიზაროს!“
ბიჭუნას დედიკომ, ნინო ფუტკარაძემ სამშობიარო კლინიკიდან პირველი ფოტო გამოაქვეყნა.