LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ყველაზე დაბალი ხელფასი განათლების სფეროშია, ყველაზე მაღალი – საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობებში – საქსტატი

66
ხელფასი

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის 2021 წლის მონაცემებით, მედიანური ხელფასი საშუალო თვიურ ხელფასს ყველა სექტორში ჩამორჩება. საქმიანობის სახეების მიხედვით, ყველაზე მაღალი მაჩვენებელი როგორც მედიანური ასევე საშუალო თვიური ხელფასის შემთხვევაში, საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობებში ფიქსირდება, ხოლო ყველაზე დაბალი – განათლების სფეროში.

სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა დასაქმებულთა 2021 წლის საშუალო ხელფასი შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. დოკუმენტის მიხედვით, გასული წლის განმავლობაში საქართველოში საშუალო თვიური ხელფასი 1,191 ლარიდან 1,304 ლარამდე გაიზარდა. დაქირავებით დასაქმებულთა მედიანური ხელფასი კი 900 ლარს შეადგენს.

საქართველოში ყველაზე მეტი ადამიანის ხელფასი 900 ლარია - საქსტატი

საქსტატმა დღეს 2021 წლის საშუალო ხელფასის ამსახველი ანგარიშიც გამოაქვეყნა. დოკუმენტის მიხედვით, გასული წლის განმავლობაში საქართველოში საშუალო ხელფასი 1,191 ლარიდან 1,304 ლარამდე გაიზარდა.

ცნობისთვის, მედიანური ხელფასი ასახავს ანაზღაურებას, რომელსაც საშუალოდ ყველაზე მეტი ადამიანი იღებს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g