LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მოვითხოვთ რუსეთის ტერორისტულ სახელმწიფოდ აღიარებას – პარლამენტთან აქცია დაანონსდა

89
311150328_127290263429812_130148973353355815_n

დღეს, 10 ოქტომბერს, 20:00 საათზე პარლამენტთან საქართველოში უკრაინელი აქტივისტების ორგანიზებით აქცია გაიმართება.

ორგანიზატორები უკრაინის მასშტაბით რუსეთის მიერ განახლებულ მასიურ თავდასხმებს გააპროტესტებენ.

“ტერორისტულმა ქვეყანამ, რუსეთის ფედერაციამ განახორციელა და განაგრძობს მასიურ სარაკეტო და საჰაერო იერიშებს უკრაინის ტერიტორიაზე, იყენებს თავდასხმის უპილოტო საფრენ აპარატებს.

მთელმა მსოფლიომ უნდა იცოდეს მათი დანაშაულების შესახებ! ამიტომ, დღეს, 20:00 საათზე გამოვდივართ აქციაზე საქართველოს პარლამენტთან.

ჩვენ მოვითხოვთ რუსეთის ტერორისტულ სახელმწიფოდ აღიარებას. თან იქონიეთ უკრაინული სიმბოლოები და პლაკატები”. – ნათქვამია უკრაინელი აქტივისტების განცხადებაში.

უკრაინის მასშტაბით განგაშის სიგნალებია – კიევში არიან დაღუპულები და დაჭრილები

„დაიცავით ცა უკრაინის თავზე! ეს დაიცავს ევროპის მომავალს.. ჩვენი გამბედაობა არასოდეს განადგურდება ტერორისტების რაკეტებით“ – რა განცხადებებს აკეთებენ უკრაინის ხელისუფლებაში ოკუპანტების მორიგი თავდასხმების შემდეგ

„ყოველთვის გახსოვდეთ: უკრაინა იყო ამ მტრის გამოჩენამდე, უკრაინა იქნება მის შემდეგ“ – ზელენსკი კიევის ქუჩებიდან ვიდეო მიმართვას ავრცელებს

„პუტინის შეჩერება მეტი იარაღით და არა მხოლოდ სიტყვებით“ – როგორ ეხმიანებიან მსოფლიო ლიდერები კიევზე დღევანდელ შეტევას

უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ მუდმივად განახლებად ინფორმაციას გაეცნობით ამ ბმულზე: ომი უკრაინაში 

magti 5g