LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კატასტროფაა, რომ შსს-ს და სუს-ს ორჯერ მეტი დაფინანსება აქვს, ვიდრე თავდაცვის სამინისტროს.. არ შეიძლება ვიყოთ იმედზე, რომ „ყველაფერი კარგად იქნება“, ყველაფერი კარგად არ იქნება! – ვაშაძე

65
fbe536e675e7c88e05c2dce6a983e406_XL

დღეს ერთდროულად რამდენიმე კომიტეტზე ქვეყნის მომავალი წლის ბიუჯეტზე მსჯელობენ. როგორც ცნობილია, 2023 წლის ბიუჯეტში დაფინანსება თითქმის ყველა უწყებისთვის გაზრდილია – მათ შორის, ეს ეხება ძალოვან სტრუქტურებს, პარლამენტს, სახალხო დამცველის აპარატსა და ცენტრალურ საარჩევნო კომისიას.

საგარეო ურთიერთობათა და დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე, სადაც 2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის განხილვა მიმდინარეობს, პარლამენტის წევრმა გრიგოლ ვაშაძემ იკითხა, „როდემდე უნდა იყოს საგარეო საქმეთა სამინისტრო უპატრონოდ მივიწყებული“.

„ის, რომ შსს-ს და სუს-ს ორჯერ მეტი დაფინანსება აქვს, ვიდრე თავდაცვის სამინისტროს, არის კატასტროფა ან როდემდე უნდა იყოს საგარეო უწყება უპატრონოდ მივიწყებული?

ევროპაში, ხელისუფლებაში სულ სხვა პოლიტიკური ძალები მოდიან. არც ერთ საელჩოს, გარდა ერთისა, ამ ახალ ძალებთან კავშირი არა აქვს, რადგან უმრავლესობა ვინც იქ არის, თავს სანატორიუმში გრძნობს, საქართველოს გადასახადის გადამხდელის ხარჯზე. არ შეიძლება ასე გაგრძელება – ვიყოთ იმის იმედით, რომ ყველაფერი კარგად იქნება. არ იქნება ყველაფერი კარგად! ის რაც დღეს ხდება, დასაწყისია!

ჩვენ გვგონია, რომ შუაში ვართ ან დასასრულს ვუახლოვდებით, მაგრამ ეს არის დასაწყისი. საგარეო საქმეთა სამინისტროსთან დაკავშირებით კითხვა სწორად დაისვა – შენობებთან დაკავშირებული საკითხი შეიძლება გადავდოთ, მაგრამ შეიძლება, რომ ამ ხალხს ის რესურსი არ ჰქონდეს, რაც არის საჭირო? ცალკე ხელისუფლებას უნდა ელაპარაკონ, ცალკე – ოპოზიციას. დიპლომატიას თავისი კანონები აქვს. მიხედეთ ამას, თორემ შემდეგ ქართული ადათ-წესით თითებზე კბენას დავიწყებთ, როცა მეხი დაიჭექებს!“, – განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ საკომიტეტო მოსმენაზე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g