დღეიდან, საოკუპაციო ხაზთან მცხოვრები ფერმერების მოყვანილი პროდუქტები „კარფურის“ მაღაზიათა ქსელში გაიყიდება. „გმირობის ნაყოფი – მოყვანილია საოკუპაციო ხაზთან“ ამ ბრენდირებით ვაშლის, ჩირის, ჩურჩხელისა და ტყლაპის შეძენა მომხმარებელს „კარფურის“ თბილისი მოლის და ისთ-ფოინთის ფილიალებში შეეძლებათ.
პროდუქტები ჩამოტანილია შინდისიდან, დირბიდან, მეჯვრისხევიდან, დიციდან, ბერშუეთიდან და დვანიდან. სოფლებიდან, რომლებშიც მოსახლეობა, რუსი ოკუპანტების მუდმივი შიშის მიუხედავად, დაუღალავად შრომობს და ქმნის ეკონომიკურ დოვლათს, არა მხოლოდ საკუთარი თავისთვის, არამედ დანარჩენი საქართველოსთვისაც. პროექტის მიზანია, მხარი დავუჭიროთ და ეკონომიკურად გავაძლიეროთ ადამიანები, რომლებიც ქართულ მიწაზე დაუღალავად ზრუნავენ.
საყურადღებოა იცის, რომ პროდუქტები სერტიფიცირებულია პირველადი წარმოების გეოგაპ სტანდარტით, რითაც დასტურდება მათი უვნებლობა და მაღალი ხარისხი. პროდუქტი „კარფურის“ ქსელში ყოველგვარი დამატებითი მოგების მარჟის გარეშეა განთავსებული.
პროექტი ხორციელდება USAID-ის, Zinc Network-ისა და ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) ერთიანი ძალისხმევით.
(R)