LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მაკრონი: საფრანგეთი არ გამოიყენებს ბირთვულ იარაღს რუსეთის წინააღმდეგ იმ შემთხვევაში, თუ მოსკოვი მსგავსი შეიარაღებით უკრაინას დარტყმას მიაყენებს

64
ემანუელ მაკრონი

„საფრანგეთი არ გამოიყენებს ბირთვულ იარაღს რუსეთის წინააღმდეგ იმ შემთხვევაში, თუ მოსკოვი მსგავსი შეიარაღებით უკრაინას დარტყმას მიაყენებს“, – ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა განაცხადა.

როგორც მანვე აღნიშნა, საფრანგეთის დოქტრინა ეფუძნება ქვეყნის ფუნდამენტურ ინტერესებს და ის ნათლად არის გაწერილი.

„უკრაინაზე ბირთვული სარაკეტო შეტევა რომ განხორციელებულიყო, ეს ინტერესები კითხვის ნიშნის ქვეშ არ დადგებოდა“, – განაცხადა ემანუელ მაკრონმა.

დასმულ კითხვაზე, რომ ეს არ გამოიწვევს საფრანგეთის ბირთვულ პასუხს, მაკრონმა უპასუხა: „აშკარაა.“ პრეზიდენტის თქმით, იგი ფრანგებს ყოველთვის სიმართლეს ეუბნებოდა.

„რუსეთს ბირთვული იარაღი აქვს. ისევე, როგორც საფრანგეთს. ჩვენი დოქტრინა ამ საკითხთან დაკავშირებით ნათელია. შეკავება მუშაობს. რაც უფრო ნაკლებად ვსაუბრობთ ამაზე, მით უფრო მეტი ნდობა გვაქვს. ძალიან ბევრი ადამიანი საუბრობს ამაზე“, – განაცხადა საფრანგეთის პრეზიდენტმა.

ამასთან, ემანუელ მაკრონმა მხარი დაუჭირა უკრაინის საზღვრების აღდგენას 1991 წლის შესაბამისად და აღნიშნა, რომ მომავალში რუსეთის ფედერაციასთან მოლაპარაკება აუცილებელია. მისივე თქმით, უკრაინისა და რუსეთის ინტერესებშია, რაღაც მომენტში მოლაპარაკებების მაგიდასთან დაბრუნება.

„მიზნები ნათელია – 1991 წლის საზღვრების აღდგენა. ამიტომ, საკითხავია, მიიღწევა თუ არა ეს სამხედრო მიზნები მხოლოდ სამხედრო გზით. მხოლოდ იმიტომ, რომ ჩვენ ვაძლევთ მათ იარაღს, არ ნიშნავს, რომ ჩვენ შეგვიძლია, მათ ნაცვლად რამეს გადავწყვეტთ.“ – აღნიშნა საფრანგეთის პრეზიდენტმა.

მაკრონი: საფრანგეთი უკრაინას რადარებსა და საჰაერო თავდაცვის სისტემებს გადასცემს

ბაიდენი: რუსეთი ვერ შეძლებს რუკიდან სუვერენული სახელმწიფოს წაშლას, თავისუფლების, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარეს 143 ქვეყანა დადგა

უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ მუდმივად განახლებად ინფორმაციას გაეცნობით ამ ბმულზე: ომი უკრაინაში 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g