LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბაიდენი: რუსეთი ვერ შეძლებს რუკიდან სუვერენული სახელმწიფოს წაშლას, თავისუფლების, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარეს 143 ქვეყანა დადგა

47
fa

მსოფლიოს აბსოლუტურმა უმრავლესობამ – ქვეყნებმა ყველა რეგიონიდან, დიდმა თუ პატარამ, რომლებიც წარმოადგენენ იდეოლოგიებისა და მთავრობების ფართო სპექტრს, ხმა მისცა გაერო-ს წესდების დაცვას და დაგმო რუსეთის უკანონო მცდელობა, განახორციელოს უკრაინის ტერიტორიის ძალის გამოყენებით ანექსია, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენმა განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, თავისუფლების, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარეს 143 ქვეყანა დადგა.

საქართველომ მხარი დაუჭირა გაერო-ს გენერალური ასამბლეის რეზოლუციას, რომელიც რუსეთის მიერ უკრაინის ანექსირებას გმობს

„გაერო-ს წესდების ძირითად პრინციპებზე თავდასხმით, რუსეთი ანადგურებს საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოების საფუძვლებს. ამ კონფლიქტის რისკები ყველასთვის გასაგებია და მსოფლიომ საპასუხოდ მკაფიო გზავნილი გააგზავნა: რუსეთი ვერ შეძლებს რუკიდან სუვერენული სახელმწიფოს წაშლას. რუსეთი საზღვრებს ძალით ვერ შეცვლის. რუსეთის სხვის ტერიტორიას ვერ მიისაკუთრებს. უკრაინას აქვს იგივე უფლებები, როგორც ყველა სხვა სუვერენულ ქვეყანას. მას უნდა შეეძლოს საკუთარი მომავლის თავად არჩევა და მის ხალხს უნდა შეეძლოს მშვიდად ცხოვრება საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.

გაერო-ს გენერალურ ასამბლეასთან ერთად, ჩვენ არ შევეგუებით ანექსიის უკანონო მცდელობებს ან მეზობლის მიწის ძალის გამოყენებით მოპარვას. ჩვენ მხარს დავუჭერთ საერთაშორისო სამართალს, გაერო-ს წესდებას და იმ უფლებებსა და დაცვას, რომელსაც ის უკრაინასა და მის ხალხს – ასევე ყველა სახელმწიფოსა და ხალხს აძლევს“, – აცხადებს აშშ-ის პრეზიდენტი.

ზელენსკი: მადლობას ვუხდი 143 სახელმწიფოს გაერო-ს გენერალური ასამბლეის ისტორიული რეზოლუციის მხარდაჭერისთვის

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები