LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველომ მხარი დაუჭირა გაერო-ს გენერალური ასამბლეის რეზოლუციას, რომელიც რუსეთის მიერ უკრაინის ანექსირებას გმობს

43
BeFunky-collage

გაერო-ს გენერალური ასამბლეის საგანგებო სესიაზე კენჭი უყარეს რეზოლუციას, რომელიც რუსეთის მიერ უკრაინის ანექსირებას გმობს.

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ „დონეცკის, ხერსონის, ლუგანსკისა და ზაპოროჟიეს რეგიონები რუსეთის მიერ, აგრესიის შედეგად, დროებით ოკუპირებულია, უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტისა და პოლიტიკური დამოუკიდებლობის დარღვევით“.

რეზოლუციას, რომელიც რუსეთის მიერ უკრაინის ტერიტორიების ანექსიის მცდელობას გმობს, 143-მა ქვეყანამ დაუჭირა მხარი. მის წინააღმდეგ ხმა, რუსეთთან ერთად, მხოლოდ ოთხმა ქვეყანამ მისცა : სირიამ, ნიკარაგუამ, ჩრდილოეთ კორეამ და ბელარუსმა. კენჭისყრაში მონაწილეობისგან თავი 35-მა ქვეყანამ, მათ შორის ჩინეთმა, შეიკავა.

საქართველომ მხარი დაუჭირა გაერო-ს გენერალური ასამბლეის რეზოლუციას, რომელიც რუსეთის მიერ უკრაინის ანექსირებას გმობს.

“საქართველოს საპარლამენტო დელეგაციამ მსოფლიო საპარლამენტო კავშირის ასამბლეაზე მხარი დაუჭირა რეზოლუციას, რომელიც გმობს რუსეთის ფედერაციის მხრიდან უკრაინის ტერიტორიების უკანონო ანექსიას, რუსულ აგრესიას უკრაინის წინააღმდეგ და ასევე რუსეთის მიერ გადადგმულ ნაბიჯებს მსოფლიოში სასურსათო კრიზისის შექმნასთან დაკავშირებით,” – ამის შესახებ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ განაცხადა.

„ეს რეზოლუცია საერთაშორისო საზოგადოებას მოუწოდებს, რომ რუსეთის ქმედებები საერთაშორისო სამართლის დონეზე შეაფასოს, მათ შორის ასევე საერთაშორისო სასამართლოებში ამ საკითხის სრულფასოვანი განხილვა მოხდეს. რა თქმა უნდა, ჩვენ რეზოლუციას მხარი დავუჭირეთ. ეს არის კიდევ ერთი გამოვლინება საერთაშორისო არენაზე საქართველოს მხრიდან უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და მისი სახელმწიფოებრიობის მხარდაჭერის. ჩვენი ეს პოლიტიკა ყველა საერთაშორისო ფორუმზე განუხრელად იქნება დაცული“,- აღნიშნა სამხარაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები