LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მაკრონი: საფრანგეთი უკრაინას რადარებსა და საჰაერო თავდაცვის სისტემებს გადასცემს

50
dada

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ საფრანგეთი უკრაინას დამატებით საჰაერო თავდაცვის სისტემებს, რადარებსა და საბრძოლო მასალას გადასცემს. ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა ტელეკომპანია France 2-თან ინტერვიუში ისაუბრა.

საუბარია „სეზარის“ ჰაუბიცებსა და საზენიტო რაკეტებზე, რომლითაც უკრაინა შეძლებს თავი დაიცვას დრონებისა და სარაკეტო თავდასხმებისგან.

მაკრონი განმარტავს, რომ გადაწყვეტილება რუსეთის მიერ უკრაინის ქალაქებისა და ინფრასტრუქტურის “დაბომბვის უპრეცედენტო ფაზას” მოჰყვა.

„ეს არის ხმელეთიდან, ზღვიდან, ჰაერიდან და დრონებიდან დაბომბვის ახალი ეტაპი ძირითადი ინფრასტრუქტურისა და მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ“, – აღნიშნა მაკრონმა.

საფრანგეთის პრეზიდენტმა ასევე განაცხადა, რომ რუსეთი ჰიბრიდულ ომს აწარმოებს.

„ჩვენ ჰიბრიდულ ომში ვართ. ვიყენებთ არა მხოლოდ იარაღს ადგილზე, არამედ ვიყენებთ ინფორმაციის იარაღს”, – აღნიშნა მაკრონმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები