LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გერმანიის კანცლერი ევროკავშირის გაფართოების მომხრეა: 27,30,36 სახელმწიფოსგან შემდგარ კავშირს მეტი გავლენა ექნება მსოფლიოში

45
BeFunky-collage (6)

ჩვენ ევროპის ხალხი ვართ და ჩვენი ხმა მთელ ევროპაში უნდა ისმოდეს, ხმელთაშუა ზღვიდან ჩრდილოეთის ზღვამდე, ლისაბონიდან თბილისამდე და მის მიღმაც, – გერმანულ გამოცემა Tagesschau-ს და სხვა საინფორმაციო საშუალებების თანახმად, გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა ეს განაცხადა ევროპელი სოციალ-დემოკრატების ყრილობაზე სიტყვით გამოსვლის დროს.

კანცლერის თქმით, ის ევროკავშირის რეფორმირებისა და მისი შემდგომი გაფართოების მომხრეა.

ამასთან, როგორც შოლცმა აღნიშნა, კანდიდატმა სახელმწიფოებმა – უკრაინამ, მოლდოვამ და დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებმა და, მომავალში, საქართველომ გაწევრიანების კრიტერიუმები უნდა დააკმაყოფილონ.

“ევროკავშირი, რომლის შემადგენლობაშიც 27,30, 36 სახელმწიფო შედის, შეძლებს კიდევ უფრო გააძლიეროს საკუთარი გავლენა მსოფლიოში”, – განაცხადა შოლცმა და დასძინა, რომ შედარებით პატარა წევრი სახელმწიფოების წუხილი უგულებელყოფილი არ უნდა იყოს.

“მომავალშიც ყოველი ქვეყნის წუხილები უნდა მოვისმინოთ, ყველაფერი დანარჩენი ევროპული იდეის ღალატი იქნება”, – აღნიშნა შოლცმა.

გერმანიის კანცლერი რუსეთ-უკრაინის ომსაც შეეხო და უკრაინას რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლაში მეტ დახმარებას დაჰპირდა.

ცნობისათვის, გერმანიის დედაქალაქ ბერლინში ევროპელი სოციალ-დემოკრატების პარტიის (PES) საერთაშორისო კონგრესს „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე დელეგაციის წევრებთან ერთად დაესწრო.

 

PES Congress, Berlin

WITH COURAGE FOR EUROPE

Posted by ირაკლი კობახიძე / Irakli Kobakhidze on შაბათი, 15 ოქტომბერი, 2022

 

“განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ ევროპა უნდა გაფართოვდეს ლისაბონიდან თბილისამდე, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. გერმანიას აქვს განსაკუთრებული როლი ევროინტეგრაციის მიმართულებით, შესაბამისი გადაწყვეტილებების მიღების კუთხით, აქედან გამომდინარე, ოლაფ შოლცის ეს გზავნილი ჩვენთვის განსაკუთრებით სასიამოვნო და საინტერესო იყო”, – თქვა მმართველი პარტიის თავმჯდომარემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g