LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ქართულ “სამართალში” არსებობს ასეთი ცნება – „დაკავება შეთანხმებით“.. დაპატიმრებულების სპექტრის მრავალფეროვნება მიანიშნებს სისტემურ დანაშაულზე – ხუხაშვილი ვაკის პარკის ტრაგედიის გამო დაკავებულებზე

80
Untitled design (47)

ექსპერტი გია ხუხაშვილი ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის გამო ცხრა პირის დაკავების კომენტირებისას აღნიშნავს, რომ „ქართულ „სამართალში“ არსებობს ცნება – „დაკავება შეთანხმებით“.

ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის საქმეზე ცხრა პირია დაკავებული – მათ შორისაა „გრინსერვის +“ -ის” ხელძღვანელი, ლაშა ფურცხვანიძე

მისი თქმით, სწორედ ამიტომ არ შეიძლება ყურადღების მოდუნება.

„ქართულ “სამართალში” არსებობს ასეთი ცნება – „დაკავება შეთანხმებით“ . ანუ, შეთანხმებით იჭერ ვიღაცას იმ პირობით, რომ მღელვარება რომ გადაივლის, ნელ-ნელა “ქვეშიდან გამოაძვრენ” და ამას აკეთებ მთავარი პასუხისმგებელი პირის გადასარჩენად, როგორც ეს გირგვლიანის მკვლელების მიმართ განხორციელდა, ორგანიზატორის და დამკვეთის დასაფარად.

ამიტომ, ყურადღების მოდუნება არ შეიძლება…

მერის პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხი კიდევ უფრო აშკარა გახდა, რადგან დაპატიმრებულების სპექტრის მრავალფეროვნება მიანიშნებს სისტემურ დანაშაულზე.

სისტემაზე კი მთლიანობაში ცალსახად მერია პასუხისმგებელი და უკვე არა მარტო პოლიტიკურად. იკვეთება “სამსახურებრივი გულგრილობის“ კვალიფიკაცია…“ – წერს გია ხუხაშვილი სოციალურ ქსელში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g