LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბოკერია კალაძეზე: მაგალითია, თუ რას გვიქადის ივანიშვილი რეჟიმი, რომლის პროდუქტიცაა კალაძე

67
BeFunky-collage (10)

„დღეს კიდევ ერთი დაგვირგვინება ვიხილეთ ამ ძალიან უტიფარი, საზოგადოებისთვის ძალიან შეურაცხმყოფელი დამოკიდებულების, რასაც ივანიშვილის რეჟიმის ეს წარმომადგენელი, კალაძე ამ ტრაგედიის ფონზე ავლენს”, –  ამის შესახებ გიგა ბოკერიამ ჟურნალისტებს განუცხადა, როდესაც უპასუხა დასმულ შეკითხვას ვაკის პარკში მომხდარ ტრაგედიასთან მიმართებით კახა კალაძის პასუხისმგებლობის აუცილებლობაზე.

„ევროპული საქართველოს“ ლიდერის განცხადებით, თბილისის მერი კახა კალაძე შეტევაზეა გადმოსული იმის ნაცვლად, რომ პოლიტიკური პასუხისმგებლობის თაობაზე გადაწყვეტილება სწრაფად მიეღო.

„იმის ნაცვლად რომ, რაც შეიძლება სწრაფად მიეღო გადაწყვეტილება პოლიტიკური პასუხისმგებლობის თაობაზე, შეტევაზეა გადმოსული, მათ შორის, იმ ფონზე, რაც გუშინ მოხდა, როცა ამ ტრაგედიაში მონაწილე ბავშვის პროპაგანდისთვის გამოყენების მცდელობა ჰქონდა. ეს ყველაფერი ივანიშვილის რეჟიმის სტანდარტებითაც კი ძალიან ამაზრზენად გამოიყურება, სამწუხაროდ.

აქედან გამომდინარე, რაც დრო გავა, ეს ამბავი მორალურად და პოლიტიკურად კიდევ უფრო დამძიმდება. ჩვენთვის, როგორც საქართველოს მოქალაქეებისთვის, ეს კიდევ ერთი მაგალითია იმის, თუ რას გვიქადის მთლიანად ივანიშვილი რეჟიმი, რომლის პროდუქტიც არის კალაძე და რატომ არის ჩვენთვის ეროვნული ამოცანა, რომ ამ გზით ეს ქვეყანა აღარ წავიდეს და ეს რეჟიმი ჩამოსცილდეს ხელისუფლებას“, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.

19 ოქტომბრის თბილისის მთავრობის სხდომაზე დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ ვაკის პარკის შადრევნის ტრაგედიაზე საუბრისას თქვა, რომ “კანონი ვერ იქნება ვერც ზედმეტად ლმობიერი და ვერც ზედმეტად მკაცრი ვინმეს მიმართ”.

კალაძე: რა მოხდა იმ საბედისწერო დღეს ამ კითხვას პირველ რიგში გამოძიებამ უნდა უპასუხოს – კანონის წინაშე ყველა თანასწორია, კანონი ვერ იქნება ვერც ზედმეტად ლმობიერი და ვერც ზედმეტად მკაცრი ვინმეს მიმართ

ამასთან, მან ოპონენტები დაადანაშაულა ტრაგედიის პოლიტიკური მიზნების გამოყენებაშიც.

კალაძე: დევი მეზურნიშვილთან და პატარა ლაზარესთან შეხვედრამ აჟიოტაჟი გამოიწვია, მეგობრებო, ეს ჩემი ვალდებულებაა, არა მხოლოდ როგორც მერის, არამედ როგორც ოთხი შვილის მამის

მიმდინარე წლის 13 ოქტომბერს, ვაკის პარკში, შადრევანში სამი ბავშვი ბურთის ამოსატანად ჩავიდა, რა დროსაც მათ დენმა დაარტყა. ბავშვები კლინიკაში სასწრაფო დახმარების ბრიგადამ გადაიყვანა. ერთ-ერთი ბავშვის, 13 წლის გოგონას, მარიტა მეფარიშვილის მდგომარეობა თავიდანვე მძიმე იყო და ის ხეჩინაშვილის კლინიკაში გარდაიცვალა. მომხდართან დაკავშირებით 9 პირი დააკავეს.

თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსი თანამდებობას ტოვებს: ვგრძნობ მორალურ პასუხისმგებლობას ჩემი მოადგილის სამსახურებრივ ქმედებებზე

ადვოკატი: გაოგნებულია, გაუკვირდა დაკავების ამბავი – ლაშა ფურცხვანიძე დგას მყარად, როგორც მართალი ადამიანი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g