უკრაინაში მყოფი ქართველი მებრძოლი, ვანო ნადირაძე ტელეკომპანია “ფორმულას” ეთერში საუბრისას ფრონტის ხაზზე არსებული ვითარების შესახებ საუბრობს.
ვანო ნადირაძის თქმით, ყველა ბატალიონი, რომელშიც ქართველები არიან წარმატებით მიიწევს წინ და ქართველები თავისას აკეთებენ.
როგორც ის აღნიშნავს, ომს ნოემბრის ბოლოს უკრაინის წარმატებით ასრულებს.
“მხოლოდ ბახმუტის მიმართულებით არის შედარებით რთული სიტუაცია, დანარჩენად უკრაინული ჯარი წინ მიიწევს. კარგი შედეგებია ხერსონის მიმართულებით. კონტრშეტევები წარმატებით მიმდინარეობს. ტაქტიკურად რუსეთი ისევ ისე მოქმედებს, როგორც მანამდე, არაფერი შეცვლილა. ერთადერთი ბახმუტის მიმართულებით “ვაგნერია” გამაგრებული და შედარებით რთული სიტუაციაა. იქ უმეტესობა ყოფილი პატიმრები არიან. არაფერი არ შეცვლილა, ეს ადამიანი [პუტინი] გამოირჩევა სისასტიკით და ხოცავს მშვიდობიან მოქალაქეებს. ამჟამად მეტ წარმატებას ვაღწევთ, რადგან გერმანულმა საჰაერო თავდაცვის სისტემებმა დაიწყო მოქმედება და კიევის მიმართულებით გასროლილი ყველა რაკეტა განადგურებულია, მათ შორის “შაჰიდები”(უპილოტო საფრენი აპარატები).
128-ე ბრიგადაში ქართველების დიდი ნაკადია და წარმატებით იბრძვიან. ხერსონში არიან. 57-ე არმიაში ასევე არიან ქართველები და აქაც წარმატებით მიიწევენ წინ. ქართველები თავისას აკეთებენ. მე ვამთავრებ ომს ნოემბრის ბოლოს, უკრაინის წარმატებით”, – საუბრობს ვანო ნადირაძე.
შეგახსენებთ, რომ რუსეთმა უკრაინაში ფართომასშტაბიანი ომი 2022 წლის 24 თებერვალს დაიწყო და ოკუპანტის აგრესია ამ დრომდე გრძელდება.
ამავე თემაზე: