NATO-ს ქვეყნები უახლოვდებიან რუსეთთან პირდაპირი სამხედრო შეტაკების სახიფათო ზღვარს – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა, მარია ზახაროვამ განაცხადა.
ინფორმაციას სააგენტო “ტასი” ავრცელებს.
“NATO-ს ქვეყნები, თითქოს ერთმანეთს ეჯიბრებიან, აგრძელებენ კიევის რეჟიმის შეიარაღებითა და საბრძოლო მასალებით გატენვას, სადაზვერვო ინფორმაციის მიწოდებას, კიევის რეჟიმის ჯარისკაცების მომზადებას, საბრძოლო მოქმედებების ჩატარებაზე მითითებების მიცემას და ამგვარად უახლოვდებიან რუსეთთან პირდაპირი სამხედრო შეტაკების სახიფათო ზღვარს,” – განაცხადა მარია ზახაროვამ.