LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გია დავითიანს ცოლი არაამქვეყნიური გემოს კერძებს უმზადებს: „ბედნიერი კაცი ვარ, რომ ჩემი საყვარელი ქალი მყავს გვერდით…“

5246
გია დავითიანი და ეკა არჩვაძე

გია დავითიანისა და ეკატერინე არჩვაძის წყვილს გურმანების ოჯახი აქვთ. ისინი სამზარეულოში ერთად ტრიალებენ.

მომღერლისა და ექიმის წყვილი ჟურნალ „სარკეს“ საკუთარ რეცეპტებს უზიარებს.

ეკატერინე არჩვაძე: 

ზოგჯერ ვიტყვით ხოლმე, შევწყვიტოთ ასეთი გემრიელობების მომზადება და გადავიდეთ დიეტაზეო, მაგრამ მხოლოდ ცოტა ხნით ვიკავებთ თავს. დიდი ოჯახი ვართ – ჩემი შვილები, გიას შვილები, რძლები, შვილიშვილები… როგორ შეიძლება, ისინი გვეწვიონ და არ გავანებივროთ?!.

ნამდვილად სასიამოვნოა და სახალისოც არის, როდესაც ერთად ვამზადებთ… ერთხელ კატლეტის გაკეთებას ვაპირებდი, დილით ვერ მოვასწარი, ისე წავედი სამსახურში და წამოსვლაც დამაგვიანდა. როცა სახლში მოვედი, წინსაფარაფარებული გია უკვე ამთავრებდა კატლეტის შეწვას, შესანიშნავად დაბრაწა, თუმცა მე ერთი საიდუმლო ინგრედიენტი მაქვს, რომლის წყალობითაც ჩემი კატლეტი ძალიან წვნიანი და გემრიელი გამოდის. ფარშს ვამატებ დაჭყლეტილ პომიდორს, ისეთი ნაზი და წვნიანია, გაგიკვირდებათ…

გია დავითიანი: 

ჩვენ რასაც ვაკეთებთ, ვაკეთებთ ერთმანეთის სიყვარულით, ჩვენი შთამომავლების, მეგობრების გასახარად და შემიძლია დავიტრაბახო, ყველაფერი ლაზათიანად გამოგვდის. ბედნიერი კაცი ვარ, რომ ჩემი საყვარელი ქალი მყავს გვერდით. მისი მოწოდებული უბრალო წყალიც უკვდავების არის!..“

ვიდეო: გია დავითიანის ოჯახური იდილია და მეუღლის მიერ მომზადებული უგემრიელესი გოგრა და ფელამუში: „აი, როგორ მანებივრებს ეკა…“

გია დავითიანი: „ვერც წარმოვიდგენდი, რომ თავიდან დავიწყებდი ცხოვრებას და მარტოკაცი აღარ ვიქნებოდი…“

61 წლის ასაკში ნაპოვნი ბედნიერება – გია დავითიანი საყვარელ ქალზე დაქორწინდა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g