LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

61 წლის ასაკში ნაპოვნი ბედნიერება – გია დავითიანი საყვარელ ქალზე დაქორწინდა

9664
mtavarze (1)

გია დავითიანი და ეკატერინე არჩვაძე დაქორწინდნენ. მუსიკოსმა რჩეული 61 წლის ასაკში იპოვა. ეკა წარმატებული გინეკოლოგი გახლავთ.

ჟურნალ „სარკესთან“ ინტერვიუში წყვილი აღნიშნავს, რომ მათმა შვილებმა დაქორწინების ამბავი ძალიან კარგად მიიღეს.

როგორც „ალილოს“ წევრი ამბობს: „ჩემს ეკას ჰყავს შვილები, ძალიან კარგი, გემრიელი ქართველი ბიჭები. მათ სწორად მივაწოდეთ ჩვენი ამბავი და ყველაფერი ლამაზად დალაგდა. რაც შეეხება ჩემს შვილებს, სანამ ამ ნაბიჯს გადავდგამდი, ეკა გაიცნეს და დადებითად მიიღეს ეს ამბავი. მეგობრული ურთიერთობა აქვთ დღეს…

წლები ისეთ გოგოს ვნატრობდი, როგორიც ეკაა და ღმერთმა გამომიგზავნა. ყველას ვუსურვებ, ჩემს ასაკში ასეთი დიდი სიყვარული გამოეცადოთ…“

ეკა არჩვაძე კი ამბობს:

„გია არაჩვეულებრივი პიროვნებაა. მისი გამოჩენით ჩემი ცხოვრება მთლიანად შეიცვალა. ხელის თხოვნა ძალიან მოულოდნელი იყო, თუმცა მალევე მივხვდი, რომ ეს ის გრძნობაა, რომელიც ასე ლამაზად უნდა დაგვირგვინებულიყო. მან მთელი თავისი გული გადამიშალა და წინ დამიდო“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g