LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ჩემი მეუღლე საოცარი ადამიანია… ის უძილო ღამეები, ამდენი შრომა და გვერდში დგომა ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია. უდიდეს მადლობას ვუხდი…“ – როგორ აღნიშნა დაბადების დღე გია დავითიანმა

201
გია დავითიანი

გია დავითიანი ჟურნალ „თბილისელებთან“ თავისი დაბადების დღის, 9 მაისის შესახებ საუბრობს და ამბობს, რომ საკუთარ იუბილეზე პურმარილს არავის ანდობს:

„ჩემს პურმარილს არავის ვანდობ, დილის ექვს საათზე უკვე ბაზარში ვარ, სადაც ჩემი სეხნია, გია მყავს, ვიცი, რომ მისგან ძალიან კარგ პროდუქტებს წამოვიღებ. ზოოვეტი მაქვს დამთავრებული და ამ ამბავში, ასე თუ ისე, ვერკვევი. მერე მთელი კვირა მეუბნებიან ხოლმე, ეს რა სასწაული პურმარილი იყოო…“

გია დავითიანი იხსენებს, როგორ გადაიხადა ერთ წელს დაბადების დღე მამასთან ერთად, რომელიც 18 მაისს იყო დაბადებული:

„მამა 2011 წელს გარდაიცვალა. 2010 წელს გადავწყვიტე, დაბადების დღე 18 მაისს გადამეხადა, მამაჩემის დაბადების დღეზე. დიდი პურმარილი გავაკეთე და მამას რომ ვუთხარი, შენი და ჩემი საძმაკაცოა დაპატიჟებული, ერთ დღეს აღვნიშნოთ ჩვენი დაბადების დღეები-მეთქი, ძალიან გაუხარდა. მაშინაც ბროწეულაში გავშალეთ სუფრა და ფანტასტიკური დრო გავატარეთ. სამწუხაროდ, 2011 წლის დაბადების დღეს ვეღარ მოესწრო…“

გია დავითიანი აღნიშნავს, თუ როგორ ენატრება თავისი მშობლები:

„სამწუხაროდ, გამიფრინდა ჩემი უსაყვარლესი დედა, რომელმაც მე აბსოლუტურად ყველაფერი შემაძლებინა… მისი არყოფნის გამო განვიცდი სევდას, თორემ სხვა მხრივ, მე ბედნიერი კაცი ვარ… კარგი ოჯახი მაქვს, მაგარი ძმაკაცები მყავს…

თქვენი მეუღლე როგორ ცდილობს, ეს დღე გაგილამაზოთ?

ჩემი მეუღლე ბუნებით საოცარი ადამიანია. უკვე 6 წელია, ჩვენ ერთად ვართ. ეს დრო ძალიან მალე გაფრინდა. დრო კი მაშინ გადის სწრაფად, როცა საინტერესო ცხოვრება გაქვს.

მეუღლე ექიმია, დაბადების დღის შემდეგ დილით აუცილებლად უნდა ყოფილიყო სამსახურში… დილის ოთხ საათზე წავიდა, რომ მოწესრიგებულიყო და სამსახურში წასულიყო. ის უძილო ღამეები, ამდენი შრომა და გვერდში დგომა ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია. უდიდეს მადლობას ვუხდი. მადლობა ღმერთს ყველაფრისთვის!..“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g