LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პენელოპა კრუსმა თმა გადაიპარსა (ფოტოები)

61

ესპანეთის ერთ-ერთი მთავარი ლამაზმანი, პენელოპა კრუსი, ისევე, როგორც მისი ბევრი კოლეგა, კინოში როლისთვის ბევრ დათმობაზე წავიდა. მსახიობი არამარტო წელს ზემოთ გაშიშვლდა, არამედ ერთ-ერთ მთავარ ღირსებას – თმას შეელია.

თავად კრუსი თავის პერსონაჟზე ყვება, რომ ეს არის ისტორია ძლიერ ქალზე, რომელიც მას შემდეგ, რაც საშინელი დიაგნოზის შესახებ გაიგებს, უფრო მეტად გაძლიერდება. კრუსი ეცადა ეჩვენებინა, რამდენად მობილიზებული შეიძლება იყოს ქალი, რომელსაც სიცოცხლე სურს.

„ერთ-ერთი გასაოცარი და საინტერესო პერსონაჟია მათ შორის, ვინც მე განმისახიერებია. შემიყვარდა ჩემი გმირი, რადგან მას სწორი და ბრძნული დამოკიდებულება აქვს ცხოვრებისადმი. არ მიფიქრია როგორ გამოვიყურები, რომ ლამაზი არ ვარ, ზოგიერთ ადგილას საშინელებაც ვარ. მაგრამ საკუთარ გარეგნობაზე რომ მეფიქრა, ამ როლს ვეღარ შევასრულებდი. ფილმს ვუძღვნი ყველა იმ ქალს, რომლების საშინელ დიაგნოზს ებრძვიან“,- განაცხადა ესპანელმა ლამაზმანმა.

626x295_0xd42ee42a_13257905051453373269-620x292

634x522_0xd42ee42a_12863867631453373027-620x510

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები