თამარ ივერი საქართველოში ცნობილი იტალიელი მსახიობის, მარჩელო მასტროიანის ვიზიტს იხსენებს. მაშინ თავად ძალიან პატარა იყო, თუმცა მასთან შეხვედრა მოახერხა:
„საოცარი ისტორია. როგორ მახსოვს… მამას წავაყვანინე თავი აეროპორტში. ვიცოდით, რომ მიფრინავდა მარჩელო და მამამ მომიხერხა VIP-ში შესვლა და ავტოგრაფი გამოვართვი. ძალიან თბილად შემხვდა პატარა ფართოთვალებიან გოგოს. სულელივით ვეუბნებოდი რუსულად, თან, არც ესმოდა… თქვენი ფანი ვარ და მსახიობობა მინდა-მეთქი.
ეჰ…. ის ავტოგრაფი სადღაც მაქვს ძველი ბინიდან წამოღებულ ნივთებში და ვერ ვპოულობ“.
ვიდეო: “მეუღლესთან დათმობაზე მივდივარ, შემეძლო რვა კატა მყოლოდა, თუმცა ხუთი მყავს” – თამარ ივერი
თამარ ივერი მეუღლის დაბადების დღეს აღნიშნავს: „ვულოცავ ჩემს მზეკაცს!..“