ცნობილი ქართველი სოპრანო თამარ ივერი გადაცემა “დღის პოსტში” სტუმრობისას შინაურ ცხოველებსა და ფრინველებზე საუბრობს.
მისივე თქმით, არ შეიძლება ცუდი იყოს ადამიანი, რომელსაც ცხოველებისთვის ზიანის მიყენება არ შეუძლია.
“მეუღლესთან დათმობაზე მივდივარ, შემეძლო რვა კატა მყოლოდა, თუმცა ხუთი მყავს. ჩემმა მეუღლემ თქვა შემოსასვლელში დავჯდები და გარეთ “თამარ ივერის მინი კონტაქტურ ზოოპარკს” დავაწერო. ამ დროს ბავშვები ყველაზე ბედნიერები არიან. გვყავს კურდღელი, თუთიყუში, გერმანული ნაგაზი. მგონია, რომ თუ ადამიანს ცხოველისთვის ზიანის მიყენება არ შეუძლია, ის ცუდი არ შეიძლება იყოს”, – საუბრობს თამარ ივერი.
ამავე თემაზე:
თამარ ივერი მეუღლის დაბადების დღეს აღნიშნავს: „ვულოცავ ჩემს მზეკაცს!..“
ვიდეო: “მოვუწოდებ გოგონებს, ჯერ გაიკეთეთ კარიერა და მერე შექმენით ოჯახი” – თამარ ივერი