LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მაპატიეთ, ეკლესიაში ვიყავი მთელი ეს წლები და არც კი ჩამიხედავს კანონში – სახალხო დამცველობის კანდიდატი

71
BeFunky-collage (1)

პარლამენტში სახალხო დამცველობის კანდიდატებს უსმენენ.

დეპუტატების კითხვებს დღეს ომბუდსმენის თანამდებობაზე ასარჩევად წარმოდგენილმა ლევან კოკორაშვილმაც უპასუხა.

სახალხო დამცველობის კანდიდატმა ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, რომ  წლების განმავლობაში ეკლესიაში იმყოფებოდა და კანონმდებლობასთან შეხება არ ჰქონია.

“მაპატიეთ, მე ეკლესიაში ვიყავი მთელი ეს წლები და საერთოდ არც კი ჩამიხედავს კანონში და არანაირად არ შევხებივარ კანონმდებლობას და სამართალს, საერთოდ ცხოვრებას. აქაურ, მიწიერ თქვენს ცხოვრებას საერთოდ არ ვეხებოდი არანაირად.

მე ჩემი სფერო მქონდა და ამ მიმართულებით ვცხოვრობდი. ასე ამოეღოთ”, — თქვა მან.

ლევან კოკორაშვილის თქმით, უკანასკნელ წლებში დაუბრუნდა იურიდიულ საქმიანობას.

“2017 წლიდან განვაახლე, ვაახლებ და ვაახლებ ყოველ დღე”, — დასძინა მან.

კომიტეტის სხდომაზე დეპუტატმა ნატო ჩხეიძემ კითხვით მიმართა ლევან კოკორაშვილს, ყვარლეში რაიმე არჩევით თანამდებობაზე რომ წარედგინა საბუთები, აირჩევდნენ თუ არა მას. აღნიშნულმა კითხვამ კანდიდატის უკმაყოფილება გამოუწვია და დეპუტატს მიმართა, თუ რატომ იწუნებდა მის დოკუმენტაციას.

როგორც ნატო ჩხეიძემ განმარტა, დოკუმენტაციას შინაარსობრივად არ იწუნებს, არამედ იწუნებს მხოლოდ იმ კუთხით, რომ „დაწერილი იყო მესამე პირში და გრამატიკულად აბსოლუტურად არეულ-დარეული“.

„ქალბატონო ნატო, მე ვერ მივხვდი რას უწუნებთ ჩემს საბუთებს, დოკუმენტაციას, არ ვგულისხმობ იმ რაღაც შეცდომას, რაც ერთ-ერთმა გამგეობის წევრმა დაუშვა. დანარჩენს რას უწუნებთ? ჩემი CV-ით და დოკუმენტაციით, რატომ არ ამირჩევდნენ? დიპლომი გამაჩნია, გამოცდილება გამაჩნია, დახასიათება გამაჩნია. ახლა, თქვენ წინაშე რომ მაღალფარდოვნად და რაღაც ქარაგმებით არ ვსაუბრობ, ეს იმას არ ნიშნავს რომ მართლა არ ვარ… მაპატიეთ, მაგრამ არავის მივცემ უფლებას, ეს გაიფიქროს მაინც“, – განაცხადა ლევან კოკორაშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g