LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ომბუდსმენობის კანდიდატი: მნიშვნელოვანია მინიმალური ხელფასისა და უმუშევრობის დაზღვევის შემოღება

111
სერგო მახარაძე

„მინიმალური ხელფასი უნდა განისაზღვროს საქსტატის მონაცემების მიხედვით. დღეს მოქმედებს პრეზიდენტის ბრძანებულება, რომელიც მინიმალურ ხელფასს განსაზღვრავს 20 ლარის ოდენობით“, – ამის შესახებ სახალხო დამცველობის კანდიდატმა, სერგო მახარაძემ განაცხადა.

ომბუდსმენობის მსურველმა, პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას, ყურადღება მინიმალური ხელფასის განსაზღვრის მნიშვნელობაზე, უმუშევრობის დაზღვევასა და კერძო სექტორში დეკრეტული შვებულების ანაზღაურების მნიშვნელობაზე გაამახვილა.

„მინიმალური ხელფასი უნდა განისაზღვროს საქსტატის მონაცემების მიხედვით. დღეს მოქმედებს პრეზიდენტის ბრძანებულება, რომელიც მინიმალურ ხელფასს განსაზღვრავს 20 ლარის ოდენობით.

ასევე, როგორც აღვნიშნე, ამ თვალსაზრისით, ძალიან მნიშვნელოვანია უმუშევრობის დაზღვევის შემოღება, რაც ხელს შეუწყობს მდგომარეობის გაუმჯობესებას.

და რადგან შრომის კოდექსს შევეხეთ, გამოსასწორებელია ვითარება, რომელიც შეეხება სახელმწიფო და კერძო სექტორში დასაქმებულ მანდილოსნებს.

კერძო სექტორის შემთხვევაში, მხოლოდ 1000-ლარიანი სახელმწიფო დახმარების შემყურე არიან მანდილოსნები, ხოლო სახელმწიფო სექტორში დეკრეტულ შვებულებაში გასვლის შემთხვევაში ისინი სრული მოცულობით 6 თვით იღებენ იმ ხელფასს, რაც მათ აქვთ.“ – განაცხადა სერგო მახარაძემ.

ცნობისთვის, დღეს, პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტში სახალხო დამცველობის კანდიდატების მოსმენა განახლდა.

ამავე თემაზე:

მაპატიეთ, ეკლესიაში ვიყავი მთელი ეს წლები და არც კი ჩამიხედავს კანონში – სახალხო დამცველობის კანდიდატი

ომბუდსმენობის კანდიდატი: ჩემი სხეულის მესაკუთრე არის უფალი ღმერთი

„ქართული ოცნების“ დეპუტატების მხრიდან ხდებოდა კანდიდატების აზრის გამოხატვის თავისუფლების ფარგლებში შეჭრა” – სახალხო დამცველობის ერთ-ერთი კანდიდატი მარიკა არევაძე განცხადებას ავრცელებს

ხვიჩია: ჩემი კოლეგების თავში რაიმე რაციონალური თუ არსებობს, სახალხო დამცველად უნდა ამირჩიონ

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g