პარტია „გირჩის“ წევრი, სახალხო დამცველობის ერთ-ერთი კანდიდატი იაგო ხვიჩია აცხადებს, რომ პარლამენტის წევრებმა, ომბუდსმენად, ლოგიკურად, ის უნდა აირჩიონ.
„მოქალაქეები“ პარლამენტს ასარჩევად სახალხო დამცველის ყველა – 19-ვე კანდიდატურას წარუდგენს
როგორც ხვიჩია საქართველოს პირველ არხთან საუბარში აღნიშნავს, სახალხო დამცველის 19 კანდიდატის დასახელება დამატებითი შანსია, საკუთარი უპირატესობა წარმოაჩინოს:
„ჩემი კოლეგების თავში რაიმე რაციონალური თუ არსებობს, ლოგიკურად, სახალხო დამცველად უნდა ამირჩიონ, მაგრამ იმედი მაქვს-მეთქი, ხმამაღალი ნათქვამი იქნება. 19 კანდიდატის დასახელება დამატებითი შანსია, რომ 19 კანდიდატთან მიმართებით ჩემი უპირატესობა წარმოვაჩინო და ჩემს კოლეგებს უკეთ დავანახვო ყველაფერი, 19-ჯერ გადავამეორებინო გაკვეთილი.
19-ჯერ რომ გადაიმეორებენ, უფრო მეტი შანსი იქნება, სახალხო დამცველად ამირჩიონ“, – უთხრა ხვიჩიამ საქართველოს პირველ არხს.
„ლელოს”, „სტრატეგია აღმაშენებლის” და ენმ-ის ომბუდსმენობის კანდიდატების ვინაობა ცნობილია
სახალხო დამცველის კანდიდატებზე კომისიის შეფასება ცნობილია – ვის აქვს ყველაზე მაღალი მაჩვენებელი