სახალხო დამცველის კანდიდატების შეფასების სამუშაო ჯგუფმა სახალხო დამცველობის მსურველი 19 კანდიდატი შეაფასა. შეჯამებული ქულები ასე გადანაწილდა:
ანა აბაშიძე – 321
ნაზი ჯანეზაშვილი – 288
ნუგზარ კოხრეიძე – 237
გიორგი ბურჯანაძე – 231
სერგო მახარაძე – 223
მარიკა არევაძე – 221
თინათინ ერქვანია – 221
გიორგი მარიამიძე – 171
ლელა გაფრინდაშვილი – 166
სოფიო დემეტრაშვილი – 162
ქეთევან ჩაჩავა – 154
ნიკოლოზ ნიკოლაძე – 105
ალექსანდრე კობაიძე – 78
იაგო ხვიჩია – 62
ჯემალ ნათელაშვილი – 56
გიორგი ცობეხია – 53
ლევან კოკორაშვილი – 53
მაკა მინდიაშვილი – 17
ევგენია თავაძე – 4
თითოეულ კანდიდატს შემდეგი 9-წევრიანი კომისია აფასებდა:
- დავით ასათიანი, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე
- თამარ ზარანდია, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის დეკანი
- ნათია კუპრაშვილი, რეგიონულ მაუწყებელთა ასოციაციის თავმჯდომარე
- რაისა ლიპარტელიანი, საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების თავმჯდომარის მოადგილე
- ელენე რუსეცკაია, ქალთა საინფორმაციო ცენტრის დირექტორი
- არნოლდ სტეფანიანი, მრავალეროვანი საქართველოს თავმჯდომარე
- ნინო ჩხობაძე, საქართველოს მწვანეთა მოძრაობის თავმჯდომარე; გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის ყოფილი მინისტრი
- ეკა ციმაკურიძე, დემოკრატიის ინდექსი საქართველოს თავმჯდომარე
- ლევან ცუცქირიძე, აღმოსავლეთ ევროპის მრავალპარტიული დემოკრატიის ცენტრის დირექტორი
ჯგუფის წევრებმა კანდიდატები კეთილსინდისიერების, მიუკერძოებლობის, დამოუკიდებლობის, მაღალი რეპუტაციის, სათანადო პროფესიული ცოდნისა და ადამიანის უფლებებისა და ფუნდამენტური თავისუფლების სფეროში პრაქტიკული გამოცდილების კრიტერიუმის მიხედვით, 0-იდან 10 ქულამდე შეაფასეს.
შეფასება ზეპირი გასაუბრების გარეშე დოკუმენტების საფუძველზე მოხდა.
პროცედურის მიხედვით, კომისიის მიერ შეფასებული კანდიდატებიდან ოპოზიციის, ფრაქციების, პოლიტიკური ჯგუფების, უფრაქციო დეპუტატების 7-კაციან ჯგუფს შეეძლება, 21 ოქტომბრის ჩათვლით დაასახელოს სახალხო დამცველობის კანდიდატები, რომელიც 7-ზე ნაკლები არ უნდა იყოს.
რეგლამენტში შეტანილი ცვლილების მიხედვით, 2022 წელს სახალხო დამცველის თანამდებობაზე პარლამენტს კანდიდატურები პარლამენტის თავმჯდომარის ბრძანებით დადგენილი წესით წარედგინა.
შეგახსენებთ, რომ მოქმედ სახალხო დამცველს, ნინო ლომჯარიას უფლებამოსილების ვადა 2022 წლის 8 დეკემბერს ეწურება. აღსანიშნავია, რომ სახალხო დამცველის შერჩევის საკითხი ერთ-ერთია ევროკომისიის მიერ საქართველოსთვის წარმოდგენილ იმ 12 -პუნქტიან პირობაში, რომელიც წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებადაა შესასრულებელი.
ევროკომისიის რეკომენდაციაში აღნიშნულია, რომ ახალი სახალხო დამცველის ნომინირების პროცესში უპირატესობა დამოუკიდებელ პირს უნდა მიენიჭოს და ეს პროცესი გამჭვირვალედ წარიმართოს.
პარლამენტმა სახალხო დამცველის არჩევის ახალი წესი მესამე მოსმენით მიიღო