ბიონსე ახალ კინემატოგრაფიულ პროექტზე მუშაობას გეგმავს, რომელმაც სრულებით შესაძლებელია „ოსკარისთვის“ იბრძოლოს. მომღერალი გადაიღებს ფილმს ქალზე „მომრგვალებული ფორმებით“ და ის რეალურ ფაქტებზე იქნება დაფუძნებული.
საუბარია საარტი ბარტმანზე – ქალზე, რომელიც სამხრეთ აფრიკიდან ევროპაში მე-19 საუკუნეში ჩავიდა. დიდი ხნის განმავლობაში ის ერთგვარი ექსპონატი იყო: ევროპელებს მისი სხეულის უცნაური აგებულება იზიდავდა, კერძოდ კი მისი თეძოების უჩვეულო ფორმა.
ცნობილია, რომ ბიონსეს არამარტო ფილმის პროდიუსერობა, არამედ მთავარი როლის შესრულებაც უნდა, მას არასტანდარტული ფორმების პრობლემისადმი ყურადღების მიპყრობა სურს. მომღერალმა უკვე დაიქირავა ავტორების ჯგუფი, რომლებიც მომავალი ფილმის სცენარს დაწერენ.
