LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნუნუ გაბუნიას 80 წლის იუბილეს აღსანიშნავი კონცერტი გაიმართა

329
ნუნუ გაბუნია და ნეკა სებისკვერაძე

ცნობილ ქართველ კომპოზიტორს, ნუნუ გაბუნიას, რომელიც მრავალი პოპულარული სიმღერის ავტორია, 80 წელი შეუსრულდა.

საქართველოს კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით, 31 ოქტომბერს, რუსთაველის თეატრში მისი შემოქმედებისადმი მიძღვნილი კონცერტი გაიმართა, სადაც ქართველი ვარსკვლავები მონაწილეობდნენ, თბილისის სიმფონიურ ორკესტრთან ერთად.

ცნობილ კომპოზიციებთან ერთად, მსმენელმა კომპოზიტორის აქამდე უცნობი მუსიკალური საბალეტო დადგმების, ოპერეტებისა და ანიმაციური ფილმების კომპოზიციები მოისმინა.

ნუნუ გაბუნია: 

დღეს შევარჩიე ისეთი ნაწარმოებები, რომლებიც აბსოლუტურად ყველანაირი მსმენელისთვის იქნება მისაღები. როცა მოისმენენ, როგორ ასრულებენ ამ ნაწარმოებებს შემსრულებლები, უფრო მეტი ახალგაზრდა მოინდომებს საოპერო მუსიკის უფრო ახლოს გაცნობას, თუმცა აქ მხოლოდ ოპერა არ არის, მსუბუქი კლასიკაა, რომელიც ვფიქრობ, ახალგაზრდებმა სიამოვნებით უნდა მიიღონ.

ნეკა სებისკვერაძე: 

ძალიან დიდი ხანი ვემზადებოდით ამ საღამოსთვის. ვეცადეთ, წარმოგვეჩინა კომპოზიტორის შემოქმედების  სულ სხვა მხარე. მადლობა ყველა მონაწილეს და დავით მუქერიას, ვისი დირიჟორობითაც ჩატარდა დღევანდელი საღამო. ვულოცავთ ქალბატონ ნუნუს მისი ახალი კომპოზიციების გაჟღერებას დიდ სცენაზე.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g