LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სევილია-ცეცხლოვანი ცეკვებისა და ფერადი ფესტივალების ადგილი

322
sevilla-top-10

ესპანეთის სამხრეთით მდებარე ულამაზესი რეგიონი ანდალუსია თავის ტერიტორიაზე ზღაპრულ ქალაქებს აერთიანებს, მისი დედაქალაქი სევილია კი ამ მხარის სავიზიტო ბარათია.იგი მდებარეობს ატლანტის ოკეანის სანაპიროდან 87 კილომეტრის დაშორებით და სამხრეთ ესპანეთის ხელოვნებისა და კულტურის ცენტრს წარმოადგენს. ცეკვის, სიმღერისა და ფესტივალების ქალაქი გართობის დიდი არჩევანს გთავაზობთ. მიუხედავად იმისა, რომ აქ ყოველ ნაბიჯზე იპოვით საინტერესოს,მაინც არის ის გამორჩეული ადგილები,რომელიც აუცილებლად მოსანახულებელი ლოკაციების სიაშია. „ბონ ვოაიჟის“ ფარგლებში მათ ჩამონათვალს გაგაცნობთ:

მაესტრანსა (Plaza de Toros de la Maestranza)

მაესტრანსა წარმოადგენს უძველეს არენას კორიდის ჩატარებისათვის. ის 14 ათას მაყურებელს იტევს, მისი აღორძინება XVIII საუკუნეში დაიწყო და შემდგომი ასწლეულების მანძილზე სხვადასხვა ცვლილებას განიცდიდა არქიტექტურაში. დღეს ის მუზეუმია, სადაც შეგიძლიათ კორიდის ხელოვნებისა და ტორედოს ტრადიციებსა და წესების გაცნობა.

 ოქროს კოშკი (Torre del Oro)

36 მეტრიანი კოშკი გვადალკვივირის მდინარის სანაპიროზე. მან სახელწოდება მიიღო ფილების ფერების გამო, რომელიც ჯერ კიდევ მავრიტანული მმართველობის დროს იყო აშენებული. აქ მდებარეობს ზღვის მუზეუმი, სადაც გაეცნობით დოკუმენტებს ნავიგაციურ რუკებსა და საზღვაო ინსტრუმენტებზე.

სან-ტელმოს სასახლე (Palacio de San Telmo)

სასახლე 12 ცნობილი სევილიანელების სკულპტურებით, რომელთა შორის არიან დიეგო ველასკესი და ესტებან მურილიო. აღორძინდა XVII საუკუნეში მარეანტესის უნივერსიტეტის კოლეჯისათვის,სადაც სტუდენტები მეზღვაურობას სწავლობდნენ.

 სევილიის ალკასარის (Real Alcazar de Sevilla)

სასახლის არქიტექტურაში შერწყმულია არაბული სტილი და გოტიკა,რაც მას საოცარ სანახაობად აქცევს.მავრიტანული რეჟიმის დაცემის შემდეგ ქრისტიანმა მეფეებმა დაიწყეს ამ ადგილის შევსება სასახლეებითა და ბაღებით. ალკასარი წარმოადგენს უნიკალური პარკებისა და ბაღების ნაზავს ეგზოტიკური მცენარეებით, შადრევნებით, მყუდრო ბუჩქნარებითა და ხეებით.

სანტა-კრუზის რაიონი (Barrio de Santa Cruz)

„ნამდვილი“ სევილია,როგორც მას მოიხსენიებენ. ეს ტერიტორია მოიცავს ქალაქის მერიას და ინდოეთის არქივს, რომელშიც ესპანელების მიერ ამერიკის დაპყრობის დოკუმენტები ინახება, შენობა, სადაც ცნობილი მხატვარი მურილიო ცხოვრობდა. სანტაკრუზი  ვიწრო ქუჩების ლაბირინთია, სადაც სეირნობის დროს შეგიძლიათ შეიგრძნოთ ესპანური სულისკვეთება. აქვეა სევილიის საკათედრო ტაძარი, დონი ელვირას მოედანი, თავისი ფორთოხლის ხეებით და ქალაქის კომერციული ცენტრი.

სევილიას საკათედრო ტაძარი (Catedral de Sevilla)

მავრიტანელების მმართველობის დროს ამ ადგილას მეჩეთი იყო, რის შემდეგაც მოგვიანებით კი მის ადგილას ეკლესიის მშენებლობა დაიწყო. აქ ახლა ულამაზესი გოთიკური ტაძარია,სადაც ინახება მურილიოს, ვალესკესისა და გოიას ნამუშევრები.აქვეა დაცული ქრისტოფერ კოლუმბის საფლავი.

ფლამენკოს მუზეუმი (Museo del Baile Flamenco)

მსოფლიოში ცნობილი მოცეკვავის, კრისტინა ოიოსმას მიერ აშენებული მუზეუმი სადაც მისი პირად ექსპონატები ინახავს. გამომდინარე იმ ფაქტიდან,რომ სევილიელები ცეკვის სამშობლოდ სწორედ ამ ქალაქს თვლიან,საინტერესოა ცეკვის ისტორიის გაცნობა,რომელიც ამ მუზეუმიდან უნდა დაიწყოთ. აქ ვიზიტორებს შეუძლიათ  იხილონ საცეკვაო კოსტიუმები, ატრიბუტიკა და მონაწილეობის მიღება მასტერკლასებში. ამ ხელოვნებასთან გაცნობის შემდეგ, ტურისტებს ელით თვალწარმტაცი წარმოდგენა, ადგილობრივი შოუ-პროგრამა, რომელიც ესპანეთში ყველაზე პოპულარულია.

მეტროპოლი პარასოლი (Metropol Parasol)

კიდევ ერთი ადგილი, რომელიც ადგილობრივებს განსაკუთრებულად უყვართ. თვალშისაცემი არქიტექტურის კომპლექსი,რომლის ქვედა ნაწილში მდებარეობს მუზეუმი „ანტიკვარიუმი. აქ ინახება ძველი რომაული და არაბული აღჭურვილობა, რომელიც აღმოაჩინეს გათხრების დროს. პირველ ნაწილს იკავებს ცენტრალური ბაზარი,რომელიც მეტროპილის აღორძინებამდეც არსებობდა. ბოლო სართულზე ასულ ვიზიტორებს კი შეუძლიათ სევილიის მშვენიერებას 28 მეტრის სიმაღლიდან გადაავლონ თვალი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g