LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ფილმს ქართულ ენაზე ბრავო რექორდსი გაახმოვანებს“ – უიტნი ჰიუსტონის ბიოგრაფიული ფილმის „მინდა ვინმესთან ვიცეკვო” ახალი „თრეილერი“ გავრცელდა

349
page

21 დეკემბერს, ლეგენდარული მუსიკოსის, უიტნი ჰიუსტონის შესახებ გადაღებული ბიოგრაფიული ფილმის,  „მინდა ვინმესთან ვიცეკვო” პრემიერაა. რამდენიმე საათის წინ ფილმის ახალი „თრეილერი“ გამოქვეყნდა. სულ ცოტა ხნის წინ კი გაირკვა, რომ ფილმს „ბრავო რექორდსი“ გაახმოვანებს, ამის შასხებ ინფორმაცია კომპანიის გენერალურმა დირექტორმა, ზაზა შენგელიამ გაავრცელა.

„გუშინ გამოქვეყნდა უიტნი ჰიუსტონის ბიოგრაფიული ფილმის ახალი და სრული თრეილერი, მთელი მსოფლიო ელოდება 26 დეკემბერს ამ ფილმის პრემიერას, მათ შორის თბილისიც… შეგახსენებთ, რომ საქართველოს კინოთეატრებისთვის ამ ფილმს ქართულ ენაზე “ბრავო რექორდსი” გაახმოვანებს“ – წერს ზაზა შენგელია.

შეაფასეთ ნაომი ეკი უიტნი ჰიუსტონის როლში – ბიოგრაფიული ფილმის პირველი „თრეილერი“ გავრცელდა

ფოტო: ნაომი ეკი ლეგენდარული უიტნი ჰიუსტონის ბიოგრაფიული ფილმის პირველ პოსტერზე

ცნობისთვის, ფილმი უიტნის 2000 წლის ჰიტის,  I Wanna Dance With Somebody პატივსაცემად დაერქვა, რომელიც „ოსკარის“ ნომინანტმა, ენტონი მაკკარტნიმ შექმნა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები