მერაბ სეფაშვილმა უპასუხა ნოე სულაბერიძის კითხვას სიმღერის „ჩემი გმირი გიწოდე“ შესახებ:
„ეს სიმღერა მამაჩემს უყვარდა ძალიან. ძველი სიმღერაა. ბუბას კონცერტი იყო ფილარმონიაში. მთხოვეს რამდენიმე სიმღერის შესრულება. ბუბამ თავად მთხოვა, მემღერა ეს სიმღერა. ამ დროს მიშა იყო პრეზიდენტი. ამ დროს ამოვიდა სცენაზე, მიესალმა ბუბას. ყველამ ჩათვალა, რომ „ჩემი გმირი გიწოდე“ მიშას მივუძღვენი. საარჩევნო კონცერტებზე ვმღეროდი ხოლმე, რადგან ძალიან მოსწონდათ… “
ნოე სულაბერიძის კითხვაზე, რომ ხალხს არ უყვარს, როდესაც მათი საყვარელი მომღერლები პოლიტიკაში ერევიან და ხომ არ ნანობს თავად ჩართულობას, მერაბ სეფაშვილი ასე პასუხობს:
„არის მომენტი, როდესაც ვერ გადგები გვერდში, მე ვთვლიდი, რომ იმ მომენტში ასე იყო საჭირო. დღეს მთელი მსოფლიო ასეა, ყველა დგას რაღაც მხარეს…“
„ვერ მივაგენი, თორემ შეიძლება მართლა მომეკლა“ – რას იხსენებს მერაბ სეფაშვილი
მერაბ სეფაშვილი: „მხოლოდ ერთი რამის მეშინია, ასე თუ გაგრძელდა, რუსეთმა საბოლოოდ არ გადაგვყლაპოს…“