მერაბ სეფაშვილი ჟურნალ „სარკის“ კითხვას პასუხობს იმის შესახებ, თუ რისი ეშინია ყველაზე მეტად:
„თითქმის აღარაფრის მეშინია, იმდენი რამ ვნახე ცხოვრებაში. ჩემმა ქვეყანამაც ისეთ დანის პირზე იარა, აღარ მაქვს შიშის განცდა. მხოლოდ ერთი რამის მეშინია, ასე თუ გაგრძელდა, რუსეთმა საბოლოოდ არ გადაგვყლაპოს, ამიტომ ერთ აზრზე უნდა შევიკრათ, გამოვიდეთ რუსეთის გავლენისგან, თავი დავაღწიოთ მის კლანჭებს და დავიწყოთ დამოუკიდებელი ცხოვრება. როგორც კი ეს მოხდება, ქვეყანაც დალაგდება და ხალხიც ამოისუნთქავს“.