„ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ეკა ხერხეულიძის თქმით, ადამიანები მესამე პრეზიდენტის მდგომარეობას ვერ აცნობიერებენ, წინააღმდეგ შემთხვევაში პოლიტიკაზე არ ისაუბრებდნენ.
„ამ ვითარებაში, ზოგადად, მგონია, რომ ადამიანები ვერ აცნობიერებენ მდგომარეობას, რა მდგომარეობაში იმყოფება მიხეილ სააკაშვილი. ისინი თუკი მას ნახავენ ამ მდგომარეობაში, მეეჭვება ვინმეს გაუჩნდეს საერთოდ ინტერესი ილაპარაკოს პოლიტიკაზე.
მე ვსაუბრობ მის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე, იმ გარემოებებზე, რა შეუწყობს ხელს იმისთვის, რომ მიხეილ სააკაშვილი დროულად იქნას გადაყვანილი სამკურნალოდ.
აქ საგანგაშოდ არის ვითარება და არცერთ შემთხვევაში არ შეიძლება პოლიტიკური მიზნებისთვის ამ ვითარების გამოყენება. მე ამ გზას არ გამოვიყენებ ჩემი ინტერესის და ცნობისმოყვარეობის დასაკმაყოფილებლად“, – თქვა ხერხეულიძემ.