LGBT Center 46th Anniversary Gala Vanguard Awards-ზე, რომელიც მიდმინარე უქმეებზე გაიმართა, სკანდალურმა მომღერალმა თეთრი როიალი გალოკა. ცნობილია, რომ მაილი ლგბტ-საზოგადოების აქტიური დამცველია, ამიტომ არავის გაკვირვებია, რომ ის ღონისძიებაზე მიიწვიეს და პრიზიც გადასცეს.
„მადლობელი ვარ, რომ თანადგომის ჯგუფის წევრი ვარ. აქ დიდი სიყვარულით მოვედი. ლგბტ-ცენტრი ჩემთვის საკუთარი თავის გასაღები აღმოჩნდა, მან მე გამაავისუფლა და იმავეს ვუსურვებ სხვებსაც. სულ მალე ვიცხოვრებთ თავისუფალ მსოფლიოში, სადაც აღარ იქნება სტერეოტიპები“ – განაცხადა საირუსმა.