LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ზელენსკი: პოლონეთში, რაკეტის ჩამოვარდნის საქმის გამოძიებაში მონაწილეობას, უკრაინელი სპეციალისტები მიიღებენ

48
ზელენსკი პოლონეთის ფაქტზე

„პოლონეთში რაკეტის ჩამოვარდნის საქმის გამოძიებაში უკრაინელი სპეციალისტები მონაწილეობას მიიღებენ“, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ ხუთშაბათს Bloomberg New Economy Forum-ის კონფერენციაზე გამოსვლისას განაცხადა.

„გუშინ მივიღეთ დადასტურება, რომ ჩვენი სპეციალისტები გამოძიებაში მონაწილეობას მიიღებენ. გამოძიების დასრულებამდე, ჩვენ ვერ ვიტყვით ზუსტად რომელი რაკეტები ან მათი ნაწილები ჩამოვარდა პოლონეთის ტერიტორიაზე. მაგრამ ჩვენ ვნახეთ კრატერის დიამეტრის სურათები. ეს არ იყო მხოლოდ რაკეტსაწინააღმდეგო სისტემების ნარჩენები“, – განაცხადა ზელენსკიმ.

მისივე თქმით, ყველამ უნდა გაიგოს, რომ იმ დღეს რუსებმა 100-მდე რაკეტა გაისროლეს. უკრაინის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ უკრაინის საჰაერო თავდაცვის სისტემებით მხარდაჭერისთვის, მსოფლიოს მადლობელია.

პოლონეთში მომხდარ ტრაგიკულ ინციდენტზე პასუხისმგებლობა რუსეთს ეკისრება: აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების საბჭო

„ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც რუსული რაკეტის ნაწილები სხვა ქვეყნის ტერიტორიაზე ვარდება“, – დაამატა უკრაინის პრეზიდენტმა და ხაზი გაუსვა, რომ 100%-ით „ზუსტად არ იცის“ ამჯერად რა მოხდა.

„მსოფლიომ ასევე არ იცის 100%-ით. დარწმუნებული ვარ, რომ ეს იყო რუსული რაკეტა. ჩვენ მადლობელი ვართ, რომ ჩვენ არ გვადანაშაულებენ, რადგან ჩვენს ტერიტორიაზე რუსულ რაკეტებს ვებრძვით.“ – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

პოლონეთის პრეზიდენტთან არსებული საერთაშორისო პოლიტიკის ბიუროს ხელმძღვანელმა იაკუბ კუმოჰმა მანამდე განაცხადა, რომ რაკეტის ჩამოვარდნის ადგილზე პოლონურ-ამერიკული საგამოძიებო ჯგუფი მუშაობდა და უკრაინელებმა გამოძიებაზე წვდომაც მოითხოვეს.

კუმოჰმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ „არავინ ადანაშაულებს უკრაინას პოლონეთის ტერიტორიის განზრახ დაბომბვაში“.

პოლონეთის პრეზიდენტმა ანდჯეი დუდამ გუშინვე განაცხადა, რომ აფეთქებები აღმოსავლეთ პოლონეთში იყო უბედური შემთხვევა და ვარშავა სარაკეტო ინციდენტს ქვეყანაში თავდასხმად არ მიიჩნევს, რადგან ჩამოვარდნილი რაკეტა, დუდას თქმით, სავარაუდოდ, უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალებმა გაისროლეს.

ანჯეი დუდა: არ არსებობს მინიშნება, რომ ეს წინასწარ განზრახული თავდასხმა იყო პოლონეთზე.. არ გვაქვს მტკიცებულება, რომ ეს იყო რუსული მხარის მიერ გასროლილი რაკეტა

შეგახსენებთ, 16 ნოემბერს,  გავრცელდა ინფორმაცია, რომ პოლონეთის სოფელ ფშევოდუვში, რომელიც უკრაინასთან საზღვართან ახლოს მდებარეობს, ორი რუსული რაკეტა ჩამოვარდა. ინციდენტს ორი ადამიანი ემსხვერპლა.

magti 5g