პოლონეთის პრეზიდენტის ანჯეი დუდას განცხადებით, არ არსებობს მინიშნება, რომ სამშაბათს ჩამოვარდნილი რაკეტა პოლონეთზე „წინასწარ განზრახული თავდასხმა“ იყო.
“არ არსებობს მინიშნება, რომ ეს წინასწარ განზრახული თავდასხმა იყო პოლონეთზე.
სავარაუდოდ, ეს იყო რუსული წარმოების S-300 ტიპის რაკეტა. ამ დროისთვის, ჩვენ არ გვაქვს მტკიცებულება, რომ ეს იყო რუსული მხარის მიერ გასროლილი რაკეტა”, – განაცხადა პოლონეთის პრეზიდენტმა.
ამასთან, დუდამ დასძინა, რომ არსებობს „ბევრი მინიშნება“, რომ ეს იყო საჰაერო თავდაცვის რაკეტა, რომელიც „სამწუხაროდ პოლონეთის ტერიტორიაზე ჩამოვარდა“. მისივე თქმით, ის სავარაუდოდ, უკრაინის საჰაერო თავდაცვის მიერ გამოიყენება.
შეგახსენებთ, გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ პოლონეთის სოფელ ფშევოდუვში, რომელიც უკრაინასთან საზღვართან ახლოს მდებარეობს, ორი რუსული რაკეტა ჩამოვარდა. ინციდენტს ორი ადამიანი ემსხვერპლა.
ამავე თემაზე:
“ლატვია სრულად დგას პოლონელი მეგობრების გვერდით და გმობს ამ დანაშაულს”: არტის პაბრიქსი
რუსეთის თავდაცვის სამინისტრო პოლონეთში რაკეტების ჩამოვარდნასთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს
“რუსული სარაკეტო ტერორის ახალი ტალღა ცინიკური სილაა “დიდ ოცეულის” 19 წევრისთვის” – ზელენსკი
შარლ მიშელი: ჩვენ ვდგავართ პოლონეთის გვერდით
მედვედევი: რუსეთის წინააღმდეგ ჰიბრიდული ომით დასავლეთი მსოფლიო ომს უახლოვდება