LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პრეზიდენტი: ამ მძიმე პერიოდში, ჩვენ სოლიდარობას ვუცხადებთ პოლონეთის მთავრობას და ხალხს – პოლონეთი ევროპის გულია, ეს არავინ უნდა დაივიწყოს

88
სალომე ზურაბიშვილი

პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი პოლონეთში დაღუპულთა ოჯახებს სამძიმარს უცხადებს. როგორც ის სოციალურ ქსელ „ტვიტერზე“ წერს, პოლონეთი ევროპის გულია და ეს არავინ უნდა დაივიწყოს:

„თანავუგრძნობ დაღუპულთა ოჯახებს. ამ მძიმე პერიოდში, ჩვენ სოლიდარობას ვუცხადებთ პოლონეთის მთავრობას და პოლონელ ხალხს ხალხს. პოლონეთი ევროპის გულია. ეს არავინ არ უნდა დაივიწყოს!“, – წერს სალომე ზურაბიშვილი „ტვიტერზე“.

შეგახსენებთ, გუშინ უცხოურ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ პოლონეთის სოფელ ფშევოდუვში, რომელიც უკრაინასთან საზღვართან ახლოს მდებარეობს, ორი რუსული რაკეტა ჩამოვარდა, რასაც ორი ადამიანი ემსხვერპლა.

ამავე თემაზე:

შარლ მიშელი: ჩვენ ვდგავართ პოლონეთის გვერდით

პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის კომიტეტის სხდომის ჩატარების ბრძანება გასცა: პიოტრ მიულერი

“სოლიდარობა პოლონეთს…მზად ვართ დავიცვათ NATO-ს ტერიტორიის ყოველი სანტიმეტრი” – რა განცხადებას ავრცელებენ ლიტვა და ესტონეთი

“ლატვია სრულად დგას პოლონელი მეგობრების გვერდით და გმობს ამ დანაშაულს”: არტის პაბრიქსი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g