LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დეკანოიძე: ენმ-ს თავმჯდომარე ალტერნატიული პრემიერმინისტრი უნდა იყოს – რეგიონში ცნობილი ადამიანი და ფლობდეს უცხო ენებს

72
ხატია დეკანოიძე

„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი, ხატია დეკანოიძე იმ თვისებებზე საუბრობს, რომელიც ენმ-ის თავმჯდომარეს უნა ჰქონდეს.

როგორც დეკანოიძემ ტვ „პირველის“ ეთერში განმარტა, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე რეგიონში ცნობილი ადამიანი უნდა იყოს და ასევე რამდენიმე ენას უნდა ფლობდეს:

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე უკვე ალტერნატიული პრემიერმინისტრი უნდა იყოს, ის უნდა იყოს რეგიონში ცნობილი ადამიანი, ფლობდეს რამდენიმე უცხოურ ენას. მას ასევე უნდა ჰქონდეს ძალიან მკაცრი, ჩამოყალიბებული სტრატეგია, მათ შორის, ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან ურთიერთობაში.

მათ შორის, უნდა ჰქონდეს მკაცრი სტრატეგია, თუ როგორ აპირებს ბიძინა ივანიშვილის ჩამოცილებას, არჩევნების გზით; როგორი იქნება ეს გზა. როგორ წარმოუდგენია მიხეილ სააკაშვილის თავისუფლება, მაგალითად, ერთ თვეში. სად გადის ეს თავისუფლების გზა და, ზოგადად, ქვეყნის ეკონომიკური განვითარება როგორი უნდა იყოს და როგორი უნდა იყოს ალტერნატიული ეკონომიკური გეგმა.

მგონი, ამ კრიტერიუმებს ოპოზიციაში ძალიან ცოტა ადამიანი აკმაყოფილებს. რაც ახლა ხდება, ეს პარტიას არ გააძლიერებს“, – აღნიშნა მან.

როგორც დეკანოიძე ამბობს, მათ ბევრი ამოცანა აქვთ შესასრულებელი და თუ არჩევნების შემდეგ, „ნაციონალური მოძრაობა“ ასეთი არ იქნება, დეკანოიძის თქმით, ის ენმ-ში საკუთარ ადგილს ვეღარ ხედავს.

თუ „ნაციონალური მოძრაობა“ დაკისრებულ ორ ამოცანას ვერ შეასრულებს, ჩემს ადგილს პარტიაში ვეღარ ვხედავ: ხატია დეკანოიძე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g