მექსიკაში პოლიციელებმა მუსიკალური კლიპის დახმარებით დიდი ნარკოკარტელის ლიდერი იპოვეს და დააპატიმრეს. ინფორმაციას ამის შესახებ Vice ავრცელებს.
ჰაკერული დაჯგუფების მიერ გამოქვეყნებული დოკუმენტებიდან ირკვევა რომ რიკარდო რუის ველასკოს ადგილმდებარეობა მისი საყვარელი მომღერლის, ლუის კონრიკესის თვალთვალის შემდეგ აღმოაჩინეს.
25 ივნისს ცნობილი გახდა, რომ მუსიკოსი კარტერის მიერ მოწყობილ გრანდიოზულ წვეულებაზე იყო მიწვეული, სადაც მან იმღერა კიდეც. შემდეგ კი ქსელში გავრცელდა კლიპი სახელად „Double R-ის მიღწევები“, რომელიც სწორედ ამ წვეულების დროს იყო გადაღებული.
მექსიკელმა სამართალდამცავებმა ვიდეო დეტალურად შეისწავლეს და ველასკესის ადგილმდებარეობა ზუსტად დაადგინეს. თუმცა, გაურკვეველი მიზეზების გამო დიდი ხნის განმავლობაში არაფერს აკეთებდნენ.
ველასკესი მხოლოდ აგვისტოში, ნარკომაფიის ბოსების შეხვედრის დროს დაიჭირეს.
მომღერალი კონრიკესის გვერდი სოციალური ქსელებიდან წაშალეს, თავად შემსრულებელი კი ბანდასთან ყველანაირ კავშირს უარყოფს.