სკოლებში კომპიუტერული ლაბორატორიების მოწყობაზე 30 მილიონ ლარზე მეტი მიემართება, – ამის შესახებ პრემიერმა, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა და აღნიშნა, რომ დაგეგმილია 500 სკოლის მშენებლობა-რეაბილიტაცია. ღარიბაშვილის თქმით, კიდევ 150 მილიონ ლარზე მეტი გამოიყოფა განათლების დაფინანსებაზე.
„იცით, რომ პირველი იანვრიდან, დაიწყება სკოლების მშენებლობა და რეაბილიტაცია, აქაც 800 სკოლა გვაქვს ჩასმული, 500 სკოლას გაისად ვიწყებთ, რაც მნიშვნელოვანია მომავალი თაობისთვის. ჩვენი თაობა უნდა იზრდებოდეს ჯანსაღ, კარგ გარემოში. გარდა ამისა, 30 მილიონ ლარზე მეტი მიემართება სკოლებში კომპიუტერული ლაბორატორიების მოწყობაზე“, – აღნიშნა პრემიერმა.